RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

იმერეთის რეგიონის ყველა არქივი ელექტრონული მომსახურების სისტემაში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული სისტემა იმერეთის რეგიონის კიდევ ოთხ - ბაღდათის, წყალტუბოს, ხონისა და საჩხერის ადგილობრივ არქივებში ამოქმედდა. ამით ერთიან ქსელში იმერეთის რეგიონის ჩართვა დასრულდა.

24 საათი 03.03.10

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული სისტემა იმერეთის რეგიონის კიდევ ოთხ - ბაღდათის, წყალტუბოს, ხონისა და საჩხერის ადგილობრივ არქივებში ამოქმედდა. ამით ერთიან ქსელში იმერეთის რეგიონის ჩართვა დასრულდა.

არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, “მომსახურების ელექტრონული პროგრამა ეროვნულ არქივს საშუალებას აძლევს, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად მოემსახუროს.

ანუ, სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება ადგილზე ჩაუსვლელად, მათთან ახლოს მდებარე არქივში არის შესაძლებელი". ეროვნულ არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, ასევე, მესამე ან მეხუთე დღეს.

იმერეთის რეგიონის რაიონების გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, ასევე, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნისა და რუსთავის ადგილობრივი არქივები.

2010 წლის აპრილის ბოლომდე, ეტაპობრივად, ქსელში ჩაერთვება სხვა ადგილობრივი არქივებიც.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი