RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

გამამართლებელი განაჩენი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა განსასჯელ გიორგი ცოფურაშვილის მიმართ, რომელსაც მოქალაქე იჯრან ჯალილოვას ძარცვა ედებოდა ბრალად.

24 საათი 03.03.10

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა განსასჯელ გიორგი ცოფურაშვილის მიმართ, რომელსაც მოქალაქე იჯრან ჯალილოვას ძარცვა ედებოდა ბრალად.

საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 11 მაისს დაზარალებული ჯალილოვა მისი კუთვნილი “ოპელის" მარკის მანქანით მგზავრობდა. აღმაშენებლის გამზირზე საცობის გამო მოძრაობა შენელებული იყო, რა დროსაც მძარცველმა ავტომანქანის ფანჯრიდან ჯალილოვას ჩამოგლიჯა ოქროს ყელსაბამი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ ფოტოსურათით, ასევე ფიზიკური ამოცნობისას ამოიცნო გიორგი ცოფურაშვილი, როგორც აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი.

სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების პოზიცია გ. ცოფურიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამომცნობმა მოწმემ სასამართლო გამოძიებისას თავად გახადა საეჭვოდ ფოტოსურათით ამოცნობის უტყუარობა. ამასთან, სასამართლომ ამოცნობის ოქმები, როგორც კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო. სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია, განსასჯელის მიერ დასახელებული ალიბი, რაც დადასტურდა, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შპს “ჯეოსელიდან" წარმოდგენილი გიორგი ცოფურიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერით, რის მიხედვითაც, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის განსასჯელის მობილური ტელეფონი ანძების მიხედვით დანაშაულის ადგილზე არ დაფიქსირდა.

ზემოათ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო გიორგი ცოფურიშვილი წარდგენილ ბრალდებაში, მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ცოფურიშვილს განემარტა რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი