RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონების საკითხის გადაწყვეტას სერგეი ბაგაფში უხელმძღვანელებს

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების საკითხზე მომუშავე რუსულ-აფხაზურ კომისიას აფხაზური მხრიდან სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაგაფში უხელმძღვანელებს.

24 საათი 09.09.10

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების საკითხზე მომუშავე რუსულ-აფხაზურ კომისიას აფხაზური მხრიდან სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაგაფში უხელმძღვანელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება, ამის შესახებ ბაგაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ახლო მომავალში შეიქმნება რუსულ-აფხაზური კომისია. შესაძლოა, აფხაზური მხრიდან კომისიას მე ვუხელმძღვანელო, რუსული მხრიდან კი - აფხაზეთში რუსეთის ელჩმა სემიონ გრიგორიევმა. სულ კომისიაში 12 წევრი იქნება. ჩვენ მშვიდ ვითარებაში შევათანხმებთ კომისიის ერთობლივი მუშაობის პრინციპებს და ყველა საკითხს სამართლებრივ ჩარჩოში გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაგაფშმა. ე.წ. პრეზიდენტის შეფასებით, ქონებრივი უფლების საკითხი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ არ ღირს, ყველაფრის აფხაზური მხარისთვის გადაბრალება. ბაგაფშმა აღნიშნა, რომ რუსეთის 1220 მოქალაქეს უკვე დაუბრუნეს საცხოვრებელი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, რუსულმა მხარემ სოხუმის რეჟიმს შესთავაზა, ქონება დაუბრუნონ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც აფხაზეთში ქონება 1990-იან წლებში დატოვეს. თუმცა, იმ მიზეზით, რომ ქართველი დევნილების ნაწილს ამჟამად რუსეთის მოქალაქეობა აქვს, სოხუმის რეჟიმი ყველა მოქალაქის საკითხის ერთი სქემით გადაწყვეტას ეწინააღმდეგება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი