RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა

"2010 წლის ექვს თვეში საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 10 032 შეადგინა.

24 საათი 09.09.10

"2010 წლის ექვს თვეში საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 10 032 შეადგინა.

2009 წელს კი მათი რაოდენობა 18 354 იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსჯავრდებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 2007 წელს დაფიქსირდა და ეს რიცხვი 21 170-ს შეადგენდა." - ასეთია უზენაესი სასამართლოს ოფიციალური მონაცემი.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკით, 2010 წლის ექვს თვეში სულ დაპატიმრებულია 4 785 პირი, პირობითი მსჯავრი დაეკისრა 4 610-ს, ჯარიმა 619-ს, გადაედო განაჩენის აღსრულება 3-ს, ხოლი სხვა ღონისძიება დაეკისრა 15 პირს.

2009 წლის მონაცემები კი ასეთია - გასულ წელს თავისუფლების აღეკვეთა შეეფარდა 8 384 პირს, პირობითი მსჯავრი დაედო 8 599-ს, ჯარიმა დაეკისრა 1324-ს, განაჩენის აღსრულება გადაედო 4-ს, ხოლო სხვა სახის სასჯელი გამოყენებული იყო 43 შემთხვევაში.

რაც შეეხება 2007 წელს - დაპატიმრებული იყო 9 798 ადამიანი, გამოსასწორებელი სამუშაოები მიესაჯა 7-ს, პირობითი მსჯავრი დაედო 9 585-ს, ჯარიმა დაეკისრა 828-ს, გადაედო განაჩენის აღსრულება 7-ს, ხოლო სასჯელის სხვა ღონისძიებები შეეფარდა 955 პირს.

სასჯელად გამასწორებელი სამუშაოები ყველაზე მეტჯერ - 182 გამოყენებული იყო 2005 წელს, ხოლო 2009 წელს სასჯელის ეს ფორმა საერთოდ არ გამოყენებულა. სასჯელად ჯარიმების გამოყენების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2002 წელს - 2 394, ყველაზე დაბალი კი 2007 წელს - 828.

2010 წლის ექვს თვის მონაცემით, სულ მსჯავრდებულია 463 არასრულწლოვანი. მათ შორის 16 გოგონაა. ამავე სტატისტიკით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია 27 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.

გასულ წელს, 12 თვის მონაცემებით კი, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული იყო 28 არასრულწლოვანი და მათ შორის არც ერთი გოგონა. გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულია ექვსი არასრულწლოვანი, მათ შორის ოთხს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

2009 წელს ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებული იყო 11 მოზარდი, მათ შორის ერთი გოგონა. თავისუფლება აღეკვეთა 4-ს.

არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქურდობაზე მოდის.

ამჟამად ქურდობის ბრალდებით მსჯავრდებულია 197 არასრულწლოვანი. 2009 წელს სულ 368 არასრულწლოვანი პატიმარი იყო, ხოლო 2008 წელს - 619.

რაც შეეხება ქალ პატიმრებს - 2010 წლის ექვის თვის ოფიციალური მონაცემით, 10 ათას 32 მსჯავრდებულს შორის 662 ქალია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მსჯავრდებული ქალი 2007 წელს დაფიქსირდა - 1375. 2008 წელს - 1126, 2005 წელს კი 586.

მსჯავრდებულთა შემადგენლობა ასაკობრივად ასეთია: 2010 წლის ექვსი თვის მონაცემებით, 14-17 წლის მსჯავრდებული არის - 4063. 18-24 წლის - 2097. 25-29 წლის - 1733. 30-49 წლის - 4716. 50 წლის და მეტის - 1023.

მიმდინარე წლის ექვს თვეში მსაჯვრდებულია წარსულში ნასამართლეობის მქონე 467 პირი. ყველაზე მეტი წარსულში ნასამართლევი პირის ხელახლა დაპატიმრებულია 2009 წელს - 728, ხოლო ყველაზე მცირე 2001 წელს - 343.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი