RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

აფხაზეთის ელექტრონული ცნობა გამორიცხულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მიმზიდველი იმიჯის შექმნას ცდილობს, ინტერნეტში აფხაზეთის შესახებ არსებული ინფორმაციის მოცულობის გაზრდა გადაწყვიტა.

24 საათი 04.09.10

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მიმზიდველი იმიჯის შექმნას ცდილობს, ინტერნეტში აფხაზეთის შესახებ არსებული ინფორმაციის მოცულობის გაზრდა გადაწყვიტა.

ამ მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, აფხაზეთში მოქმედ საინფორმაციო სააგენტოებთან და საინფორმაციო რესურსების საკითხებზე მომუშავე სხვა პირებთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.

სამინისტრო აფხაზეთის ელექტრონული ცნობის შესახებ უკვე სამი წელია, მუშაობს. თუმცა, მათი მცდელობა უმაღლესი დონის ორასოიანი დომენის - ab - მისაღებად, უშედეგო აღმოჩნდა. "სანამ ჩვენ ამ დომენის მოპოვებას ვერ ვახერხებთ, შესაძლებლობა გვაქვს, რომ სამასოიანი დომენი - abk - ავიღოთ," - განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ სოხუმში მოწყობილ მრგვალ მაგიდაზე.

დღესდღეობით ყველა ქვეყანა ორასოიანი დომენით სარგებლობს. რაც შეეხება ღვინჯიას იდეას, მას, როგორც ჩანს, კატალონიის მაგალითის აღება სურს, სადაც იმ ვებგვერდებზე, რომლებზეც ინფორმაცია ადგილობრივ ენაზე ქვეყნდება, სამასოიან დომენს -cat - იყენებენ.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა "24 საათს" განუცხადა, ქვეყნების დომენები ორასოიანია. მას გაერო-ს სპეციალური სააგენტო გასცემს, რომლის ოფისი ჟენევაში მდებარეობს. გიორგი კანდელაკის აზრით, თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ ბაგაფშის დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი მიღება შეძლოს. ხოლო სამასოიანი დაბოლოებები, რომელიც ორი წლის წინათ შემოიღეს (მაგალითად, biz და ა.შ.) სხვადასხვა სფეროების აღმნიშვნელია. "არ გამიგია, რომ რომელიმე ქვეყანას სამასოიანი დომენი ჰქონდეს. abk რომც არსებობდეს, ის მაინც არ ნიშნავს ქვეყნის ეროვნულ დომენს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი თვითნებობა, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული," - მიიჩნევს პარლამენტარი. აქედან გამომდინარე გიორგი განდელაკი განმარტავს, რომ არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ბაგაფშის რეჟიმის ამ მცდელობების წინააღმდეგ რაიმე ზომები გაატაროს.

"ინტერნეტის განვითარების ჯგუფი - საქართველოს" ხელმძღვანელმა გურამ ბერიშვილმა "24 საათს" განუცხადა, რომ ასევე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია icann, რომელიც დომენების მინიჭების საკითხს არეგულირებს. ბერიშვილის თქმით, სახელმწიფოები icann-ის საქმიანობაში არ ერევიან, თუმცა ხშირად ეს ორგანიზაცია ქვეყნების წარმომადგენლებს აზრს ეკითხება. გურამ ბერიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში დე ფაქტო ხელისუფლებას სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი დომენის მიღების შანსი არა აქვს. სამასოიანი დომენი კი, ქვეყნის დომენად არ აღიქმება. ბერიშვილის განმარტებით, რა თქმა უნდა, არსებობს - com, org და ა.შ., რომლებიც საერთო დომენებია. მისი განმკარგველი ოფისი შეერთებულ შტატებში მდებარეობს. გურამ ბერიშვილი დარწმუნებულია, რომ ბაგაფშის ხელისუფლებას სამასოიანი დომენის აღების შანსიც არა აქვს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი