აშს-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის საქართველოში არაოფიციალურ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.
24 საათი 03.09.10
აშს-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის საქართველოში არაოფიციალურ ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს.
აშშ-ს ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოში კონდოლიზა რაისის ვიზიტი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიანიშნებს.
"ყოფილი სახელმწიფო მდივანი საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ტურის ფარგლებში ჩამოდის. ვიზიტის მიზნების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს პერსონალური ვიზიტია. მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი. ეს აღნიშნავს იმ ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება," - განაცხადა ჯონ ბასმა.
კონდოლიზა რაისის, აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივნის, უილიამ პერისა და მიხეილ გორბაჩოვის საქართველოში ჩამოსვლა 7 სექტემბრისთვის იგეგმება.