სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისათვის გადაცემის პროცესი გუშინ დაიწყო.
24 საათი 03.09.10
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისათვის გადაცემის პროცესი გუშინ დაიწყო.
წიგნები პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის საჯარო სკოლებისთვის იგზავნება. სახელმძღვანელოების ტრანსპორტში ჩატვირთვის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
რესურსცენტრების წარმომადგენლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა მიერ სახელმძღვანელოების გატანა ბელიაშვილის ქუჩის ¹5-ში მდებარე მანეჟიდან, 2 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ორგანიზებულად განხორციელდება.
მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. წელს პირველად გახდა შესაძლებელი, სოციალურად დაუცველმა ყველა მოსწავლემ, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ მიიღოს. ამ პროგრამის განხორცილებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო.
წიგნები განკუთვნილია ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.
სახელმძღვანელოები მომავალში სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და სოციალურად დაუცველი სხვა ბავშვები გამოიყენებენ.