RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა

საქართველოს ეროვნული ბანკის 91-დღიან სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 8 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, რომელიც ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

24 საათი 03.09.10

საქართველოს ეროვნული ბანკის 91-დღიან სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 8 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, რომელიც ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 9.25 პროცენტით, მაქსიმალური - 9.50 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.38 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების სესხების აუქციონს, იქ 190 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი ოთხ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 6.50 პროცენტით, მაქსიმალური - 6.71 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.52 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.8404 ლარის ნიშნულზე დაეცა. ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, დღეიდან ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი 1.8404 ლარი. გუშინდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.8394 ლარი ღირდა.

2.3596 ლარის ნიშნულზე დაეცა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. გუშინდელი ოფიციალური კურსით 1 ევროს ყიდვა 2.3539 ლარად იყო შესაძლებელი.

ლარის გაუფასურებამ ბოლო 4-წლიან მაქსიმუმს რამდენიმე თვის წინ მიაღწია. ლარი დოლართან მიმართებაში 1.8 ნიშნულზე ბოლოს 2006 წლის გაზაფხულზე იყო.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი