RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

გაჩეჩილაძე - წყალწაღებულთა ხავსი

თუ ერთი კვირის წინ ერი და ბერი ალასანიას არჩევანზე მსჯელობდა, დღეს ახალ თავსატეხად უკვე ოპოზიციის მეორე "ლიდერის" - ლევან გაჩეჩილაძის არჩევანი იქცა.

24 საათი 10.03.10

თუ ერთი კვირის წინ ერი და ბერი ალასანიას არჩევანზე მსჯელობდა, დღეს ახალ თავსატეხად უკვე ოპოზიციის მეორე "ლიდერის" - ლევან გაჩეჩილაძის არჩევანი იქცა.

გადაწყვეტს თუ არა იგი თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამ თავსატეხის პასუხზე უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ოპოზიციის ყველა მიმართულების წარმომადგენელი აღიარებს სახელისუფლებო კანდიდატ გიგი უგულავას მაღალ რეიტინგს ყველა ცალკე აღებულ ოპოზიციურ კანდიდატთან შედარებით.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაერთიანების მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. სიტუაციიის გარდატეხა ვერ შეძლო "ალიანსელმა" კოკა გუნცაძემ, რომელიც გუშინ გაჩეჩილაძესთან სპეციალურად იყო მივლინებული. დღის ბოლოს ლევან გაჩეჩილაძემ “ალიანსს” და ალასანიას საკუთარი გზით სიარული ურჩია და ამით პრაქტიკულად დაასრულა საერთო კანდიდატის ძიებაზე მიმდინარე მსჯელობები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კითხვაზე - აპირებს თუ არა მონაწილეობას პრაიმერის ინიციატორი პარტიების მიერ დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში, ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს: "ჯერ არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას სოციოლოგიურ კვლევაში. გუშინ ჩამოვედი თბილისში და ჯერ პროცესებს დავაკვირდები. რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებასაც მივიღებ არჩევნებში მონაწილეობაზე," - აღნიშნა მან.

ლევან გაჩეჩილაძის ამ განცხადების შემდეგ "დაიცავი საქართველოს" ოფისში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ჟურნალისტებთან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს.

პრაიმერის ინიციატორი პარტიები, რომლებიც თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვას გეგმავენ, აცხადებენ, რომ ამ პროცესში ლევან გაჩეჩილაძის ჩართვას მიესალმებიან. კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ "ლევან გაჩეჩილაძე, საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს,” - შენიშნა მან და დასძინა, რომ ლევან გაჩეჩილაძე მათი თანამებრძოლია და მასთან კონსულტაციებს მუდმივად აწარმოებენ.

"ჩვენ ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს მივესალმებით. ლევანი, ზვიადი, კობა სააკაშვილის და უგულავას კონკურენტები არიან. ჩვენ გვინდა, არჩევნები უგულავას მოვუგოთ და არა სხვა რომელიმე ოპოზიციონერ კანდიდატს," -განაცხადა კუკავამ. მანვე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება მისივე არჩევანია და ალასანიას მოქმედებები არ აინტერესებთ. "შედეგებს 30 მაისს მიიღებს ირაკლი ალასანია. ჩვენ ჩვენი გზა, ჩვენი ამოცანა გვაქვს, რათა არჩევნები მოვიგოთ," - განაცხადა კახა კუკავამ. მანვე გუშინ რადიოში გამოსვლისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს და მერობის ერთიან კანდიდატს ვერ წარადგენს, მერის არჩევნებში გამარჯვებას გიგი უგულავა მოიპოვებს. როგორც კუკავა ამბობს, ბოლო სოციოლოგიური მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს. “იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ერთიანი კანდიდატის წარდგენას, ოპოზიციის ნებისმიერი დამოუკიდებელი კანდიდატი ხმების 2/3-ზე მეტს ვერ მოაგროვებს," - აღნიშნა კუკავამ.

გუშინ ლევან გაჩეჩილაძე "ალიანსელ" კოკა გუნცაძესაც შეხვდა. როგორც გუნცაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, გაჩეჩილაძესთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის იდეის გადარჩენის საკითხს განიხილავს.

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მერის არჩევნებზე ოპოზიცია ერთიანი ფრონტით და კანდიდატით წარდგეს", - აღნიშნა გუნცაძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნცაძე გაცილებით სიტყვაძუნწი გახლდათ, შეხვედრის დეტალებზე აღარ საუბრობდა და ძირითადად აქცენტს ლევან გაჩეჩილაძესთან მეგობრობაზე აკეთებდა.

ლევან გაჩეჩილაძის სახლში გუშინ გია ცაგარეიშვილიც მივიდა. როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ერთიან კანდიდატს შეეხებოდა. "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლების გულის გასახეთქად, ერთიან კანდიდატზე შევთანხმდეთ," - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა, თუმცა შეხვედრიდან კონკრეტული შედეგით არც ის გამოსულა.

ლევან გაჩეჩილაძის სახლის დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია არც გიორგი გაჩეჩილაძეს ("უცნობი"), რომელიც შეხვედრებს ესწრებოდა. მასთან ერთად მყოფმა ბიძინა გეგიძემ კი განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ეს ჩვეულებრივი რიგითი შეხვედრა იყო.

შემაჯამებელი კომენტარი კვლავ ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა - ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შესახებ მისი პოზიცია უცვლელი რჩება, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. გაჩეჩილაძის თქმით, მისთვის დიდი აზრი აქვს იმას, რომ არჩევნები ბრძოლის ველი იყოს და ამ ბრძოლაში ერთიანობა არსებობდეს. მისივე განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება.

რაც შეეხება შესაძლო პრაიმერული ერთობის კიდევ ერთ "სუბიექტს", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს, იგი გუშინ მოსკოვში გაემგზავრა - ალბათ, არჩევნებზე ხელი ჩაიქნია და “დიდი პოლიტიკის” კეთებას მიჰყო ხელი, ვაი და, ბურჯანაძემ არ მაჯობოსო.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი