ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს საქართველოში გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.
24 საათი 06.03.10

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს საქართველოში გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ბაიდენმა სააკაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და სურს, რომ ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მან პრეზიდენტ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის. ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.