RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სომხების გენოციდი - აშშ-თურქეთის დაპირისპირების მიზეზი

გუშინ ამერიკის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 23 ხმით 22-ის წინააღმდეგ თავის რეზოლუციაში აღიარა სომხების გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს და შესაბამისი რეკომენდაცია მისცა კონგრესს.

24 საათი 06.03.10

გუშინ ამერიკის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 23 ხმით 22-ის წინააღმდეგ თავის რეზოლუციაში აღიარა სომხების გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს და შესაბამისი რეკომენდაცია მისცა კონგრესს.

ეს უკვე გახდა "დაგეგმილი" დიპლომატიური დაპირისპირების მიზეზი. თურქეთმა სასწრაფოდ გაიწვია თავისი ელჩი ვაშინგტონიდან ტრადიციული დიპლომატიური ფორმულირებით "კონსულტაციებისთვის".

თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ბრალს სდებენ "დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია". მისი სამდივნოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ რეზოლუცია ვნებს არა მხოლოდ თურქულ-ამერიკულ კონტაქტებს, არამედ ხელს უშლის ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის მოგვარებას. თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რეზოლუციას ისტორიის მიმართ უსამართლო უწოდა. მან დასძინა, რომ "თურქეთი არ აგებს პასუხს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ მოვლენამ". მიუხედავად ამისა, ანკარა მაინც მზადაა გააგრძელოს დიალოგი ერევანთან.

თავის მხრივ სომხეთი, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, კმაყოფილია ვაშინგტონში გამართული კენჭისყრის შედეგებით. საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ 252-ე რეზოლუციის მიღებას სომეხთა გენიციდის თაობაზე". ხმის მიცემის შედეგებმა დაადასტურა, რომ "ამერიკელი ხალხი პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს" და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომავალში "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის თავიდან აცილების" საქმეში.

მაგრამ გენოციდის საბოლოო აღიარებასთან მიმართებაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის და კომიტეტის რეზოლუცია შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს. ხმის მიცემამდე თეთრი სახლის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კომიტეტში კენჭისყრა ამ შედეგით არ დამთავრებულიყო. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პირადად ესაუბრა კომიტეტის ხელმძღვანელსა და თავის თანაპარტიელ ჰოვარდ ბერმანს და ხაზი გაუსვა თურქეთის, როგორც მუსულმანურ სამყაროში ამერიკის მოკავშირის მნიშვნელობას.

ამერიკის პრეზიდენტ ობამას პოზიცია ამ საკითხზე შეიცვალა მისი ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აღიარებდა გენოციდს. შარშან, 24 აპრილს, თავის სიტყვაში მან დიპლომატიურად აარიდა თავი სიტყვა გენოციდს და ის სომხურ ენაზე - "მეწ იეღერნ" წარმოთქვა. ობამას პოზიციის ასეთი ცვლილება, ცხადია, არ მოსწონთ სომხური წარმოშობის ამერიკელებს. ამჯერად საქმე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზეა, მაგრამ ამ რეზოლუციის პერსპექტივა პლენარულ სხდომაზე ცოტა ბუნდოვანია. 2007 წელსაც კომიტეტში ხმის მიცემა გენოციდის სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ ის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე არც დამდგარა. სავარაუდოა, რომ წელსაც ასე მოხდება, რადგან ობამას კონგრესში ბევრი მოკავშირე ჰყავს როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შორის. ამ მხრივ ძალიან სიმპტომურია რესპუბლიკელი ვეტერანი კონგრესმენის - მაიკლ მაკ-კოლის პოზიცია, რომელმაც 2007 წელს გენოციდის აღიარებას მისცა ხმა, ახლა კი სხვა აზრი აქვს. ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, როდესაც თურქეთსა და სომხეთს შორის დიალოგი დაიწყო, ჯობია ამ პროცესს გარედან ხელი არ შეეშალოს და ორმა დაინტერესებულმა სახელმწიფომ ეს საკითხი თვითონ გადაწყვიტოს. თან ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ოპერაციების დროს არ არის მიზანშეწონილი მოკავშირესთან ურთიერთობის გაფუჭება. თუმცა მაკ-კოლის პიროვნული პოზიცია არ შეცვლილა. ის დარწმუნებულია, რომ გენოციდი ნამდვილად იყო და იმედი აქვს, რომ თურქეთი, ბოლოს და ბოლოს, თვითონ აღიარებს ამას. უბრალოდ, ასეთი რეზოლუციის მიღებისთვის ახლა შეუფერებელი დროა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი