RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული წვრთნები დასრულდა

შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები დასრულდა.

24 საათი 06.03.10

შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები დასრულდა.

პარალელურად სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მონაწილეობითაც მიმდინარეობს წვრთნა.

სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები სარაკეტო გასროლებსა და სანაპიროზე დესანტის გადმოსხმაში ვარჯიშობენ. ასე რომ, რუსული ფლოტისა და საქართველოს სამხედრო საზღვაო ფლოტის გემები წვრთნის ჩატარების დროს ერთმანეთს თვალყურს ადევნებენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ქართული გემების "მეზობლად ყოფნა" არ აღელვებთ. "ჯი-ეიჩ-ენ"-ის ცნობით, რუსი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ სამხედრო სწავლების დროს იქვე უცხო ქვეყნის გემების ყოფნა - ეს არის მცდელობა, ჩაშალონ ფლოტის სამხედრო მომზადებისათვის მიმართული ღონისძიება. მათი აზრით, ამერიკული სამხედრო გემები სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ. "რუსეთის სამხედრო გემები კი იძულებული იქნებიან, ან მძლავრი ძალებით შემოზღუდონ სამხედრო დესანტის გადასხმის ადგილი, ან სამხედრო სწავლებები სანაპიროს სხვა ნაწილში ჩაატარონ. ეს კი ფლოტის იმიჯზე უარყოფითად აისახება", - აცხადებენ რუსი ექსპერტები.

მორიგ ათდღიან სამხედრო წვრთნებს რუსეთი ჩრდილოკავკასიაშიც ატარებს.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, სწავლების მთავარი მიზანი ჯარისკაცებისთვის ახალი სამხედრო ტექნიკის გაცნობაა, რომელიც უახლოეს მომავალში ძველ სამხედრო ტექნიკას ჩაანაცვლებს.

რეგიონში სხვადასხვა რუსული სამხედრო შენაერთიდან 200 სამხედროა მობილიზებული.

რუსული მხარის მტკიცებით, სწავლება რეგიონში სტაბილურობისა და დანაშაულის წინააღმდეგ არის მიმართული.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი