ეუთო-ში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის ვლადიმირ ჩიჟოვის განცხადებით, საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს.
24 საათი 06.03.10
ეუთო-ში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის ვლადიმირ ჩიჟოვის განცხადებით, საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს.
"საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს და ის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დაეხმარება", - განაცხადა ვლადიმირ ჩიჟოვმა. მისი განცხადებით, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს შეთანხმება.
"ჯი-ეიჩ-ენ"-ის ცნობით, ამ განცხადებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ოფიციალურ თბილისში. "რუსი დიპლომატის ეს განცხადება არ გაგვკვირვებია. ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი ბოლო წლებში, ზუსტად ისეთივეა, როგორსაც საბჭოთა კავშირი აწარმოებდა", - განაცხადა ამ საკითხზე კომენტირებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სერგი კაპანაძემ.