რუსეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოსთან დაკავშირებით შეიმუშავა გეგმა, სახელწოდებით "როგორ დავიბრუნოთ საქართველო".
24 საათი 06.03.10
რუსეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოსთან დაკავშირებით შეიმუშავა გეგმა, სახელწოდებით "როგორ დავიბრუნოთ საქართველო".
როგორც "ინტერპრესნიუსი" "ტელეიმედზე" დაყრდნობით იუწყება, გეგმის მიხედვით, საქართველოზე რუსული გავლენა კულტურული ურთიერთობების აღდგენით მოხდება. სამპუნქტიან გეგმაში ჩადებულია კულტურისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების გადაბირება. "ქრონიკის" ინფორმაციით, მომღერალი ბუბა კიკაბიძე ერთ-ერთია, რომლის გადაბირებასაც კრემლი აპირებს. კიკაბიძის განცხადებით, მას ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვიდან ერთ-ერთი თანამდებობის პირი დაუკავშირდა.
ამ გეგმასთან დაკავშირებით სტატია გაზეთ "არგუმენტი ი ლიდერში" გამოქვეყნდა. გაზეთი წყაროდ რუსეთის შსს-ს ასახელებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გეგმის განხორციელებაში ჩართულია რუსეთის კულტურის მინისტრი, მომღერლები იოსებ კობზონი და ოლეგ გაზმანოვი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი. გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება, გეგმის ფინალი კი სააკაშვილისა და მისი მთავრობის დამარცხება იქნება.