RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

საქართველომ და ბრუნეიმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

საქართველომ და ბრუნეიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ.

24 საათი 03.03.10

საქართველომ და ბრუნეიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ.

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ბრუნეი დარუსალამი ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 2010 წელს ეს უკვე მე-7 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მანამდე დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა ბოტსვანასთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, კაბო-ვერდესთან, მარშალის კუნძულებთან, პერუსთან და სენტ ლუჩიასთან.

ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი მუნს. "ინტერპრესნიუსის" მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. ბრუნეის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ლატიფ ტუახმა, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ალექსანდრე ლომაიამ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი