საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ეროვნულ პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს.
24 საათი 03.03.10
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ეროვნულ პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს.
"ჯი-ეიჩ-ენ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება, ძნელია, ამას თვალი მიადევნოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მზად არის, ყველა ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს," - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც კრემლის რეჟიმთან თანამშრომლობენ და მონაწილეობენ მათი გეგმის შესრულებაში, რომელიც საქართველოს ხელახალ ინტერვენციას ითვალისწინებს, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია და მათ სწორედ ხალხი გამოუტანს განაჩენს.
ამასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრემლი სერიოზულ დასაყრდენ ძალას ვერ მოძებნის და ქვეყნის უსაფრთხოებას დიდ პრობლემებს ვერ შეუქმნის.