RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
5 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

პრაიმერისტები ალასანიას პოზიციის შეცვლას ელიან

ოპოზიციური პრაიმერის ინიციატორი პარტიები ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს სოციოლოგიური კვლევის ჩატარების დეტალებზე შესათანხმებლად იწვევენ.

24 საათი 03.03.10

ოპოზიციური პრაიმერის ინიციატორი პარტიები ამჯერად ოპოზიციურ პარტიებს სოციოლოგიური კვლევის ჩატარების დეტალებზე შესათანხმებლად იწვევენ.

“კონსერვატორები,” “ხალხის პარტია” და ზურაბ ნოღაიდელის “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” მათ 7 მარტამდე დაელოდებიან, შემდეგ კი დამოუკიდებლად აპირებენ მოქმედებას. ირაკლი ალასანიას პარტია სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილეობაზე დღესვე უარს ამბობს, თუმცა “ხალხის პარტიის” ლიდერ კობა დავითაშვილის განცხადებით, “ისინი იმდენად ხშირად იცვლიან პოზიციას, რომ არაფერია გამორიცხული.”

კობა დავითაშვილმა პრაიმერის იდეის გარშემო შეკრებილ პარტიებსა და ირაკლი ალასანიას შორის გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა. “მოდით, გავიხსენოთ, “ალიანსს” ჰქონდა ორი პირობა, რომლებიც საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო და თითქმის ულტიმატუმის ფორმით იყო წამოყენებული. როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ მიღებული არ იქნებოდა,” - განუცხადა “24 საათს” დავითაშვილმა. მისი თქმით, ალასანიას შემდეგი მოთხოვნები ჰქონდა: პრაიმერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამართულიყო და მხოლოდ სოციოლოგიურ გამოკითხვებს უჭერდნენ მხარს. და მეორე - ზურაბ ნოღაიდელს და მის პარტიას კვლევის ორგანიზებაში და დაფინანსებაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. როგორც დავითაშვილი შენიშნავს, ულტიმატუმის ფორმის მიუხედავად, ე.წ. პრაიმერის ჯგუფმა ალასანიას ერთი წინადადება მიიღო, ხოლო მეორის მიღება-არ მიღების უფლება მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელს ჰქონდა. “ნოღაიდელმა დიდსულოვნად განაცხადა, რომ ვინაიდან თვითონ არ არის კანდიდატი და არც პრაიმერში მონაწილეობას გეგმავდა, მით უმეტეს უარს ამბობდა სოციოლოგიური კვლევის ორგანიზებასა და დაფინანსებაში მონაწილეობაზე,” - შენიშნა კობა დავითაშვილმა. ის ირაკლი ალასანიას შეკითხვას უსვამს: “ყოველივე ამის შემდეგ საკუთარი შეთავაზების უკან წაღება გვაძლევს იმ პოლიტიკური ძალის მიმართ რაიმე ნდობის საფუძველს ან ჩვენ, ან საზოგადოებას?” დავითაშვილს იმედი აქვს, რომ ირაკლი ალასანიას თანაპარტიელები კიდევ დაფიქრდებიან, რომ პოლიტიკა, სხვა ბევრი დარგის მსგავსად, საზოგადოების ნდობას ემყარება. “ჩვენ საკუთარი პატივმოყვარეობა გადავლახეთ და მათ წინადადებებს დავთანხმდით. ახლა სიტყვა მათზეა,” - დასძენს დავითაშვილი.

პრაიმერის და ახლა უკვე სოციოლოგიური კვლევის ჩატარების მომხრე პარტიები საკუთარი მეთოდით შერჩეულ კანდიდატს დაუპირისპირებენ თუ არა თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციურ ფლანგზე ირაკლი ალასანიას, ამის შესახებ მხოლოდ 7 მარტის შემდეგ განაცხადებენ. დავითაშვილის თქმით, “უნდა შემოგვიერთდეს ის ხალხი, ვისთან ერთადაც უნდა გავარკვიოთ, როგორი ტიპის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს.” “ხალხის პარტიის” ლიდერი იმედს იტოვებს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და განსაკუთრებით “ქართული აკადემია”, რომელიც ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებაზე სოციოლოგიური გამოკითხვის აუცილებლობაზე საუბრობდა, თავისი სიტყვის ერთგული დარჩება და ირაკლი ალასანიას მოუწოდებს, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად წამოაყენა.

თუმცა, ალასანიას პარტია სოციოლოგიური კვლევის იდეის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ “24 საათს” განუცხადა, მიუღებელია ის არგუმენტი, თითქოს ირაკლი ალასანიამ სოციოლოგიური კვლევის ჩატარება მხოლოდ იმიტომ შესთავაზა, რომ პრაიმერის ინიციატორებისგან თანხმობას არ ელოდა. დოლიძის მტკიცებით, სოციოლოგიური კვლევა მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა. დღესდღეობით კი ეს, დოლიძის აზრით, აქტუალური არ არის. “უბრალოდ, არჩევნები ახლოვდება და პრაიმერისა და სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას დროის სიმცირის გამო არ ვეთანხმებით. ეს განხილვის საგანი იყო, მაგრამ ჩვენ არავითარი ოფიციალური შეთავაზებები არ გვქონია. ამ საკითხზე კონსულტაციები პარტიაშიც და მის გარეთაც გავმართეთ და ნათელი გახდა, რომ სოციოლოგიურ კვლევასა და პრაიმერს ბევრი რისკი ახლავს. გვინდა, რომ საერთო კანდიდატზე პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს და ეს აბსოლუტურად რეალურია,” - აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.

ოპოზიციის არასაარჩევნო გეგმები

პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ცენტრალურ ხელისუფლებაში მოსვლის ეტაპად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისთვის სხვადასხვა კონფიგურაციებს განიხილავს. თუმცა, ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური პარტიებიც არიან, რომლებიც პრეზიდენტის მიერ 30 მაისს გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. ამიტომ, თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოსავლენად ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე სალომე ზურაბიშვილის პარტიას “საქართველოს გზას” პოზიცია ჯერჯერობით არ გამოუხატავს. თუმცა, ზურაბიშვილი თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურას უჭერს მხარს. რაც შეეხება საარჩევნო პროცესში “საქართველოს გზის” მონაწილეობის ფორმებს, პარტია ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას უახლოეს დღეებში აპირებს. როგორც “24 საათს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, “საქართველოს გზა” არჩევნებში მონაწილეობის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არა აქვს.” მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის პარტია საარჩევნო სიების გადამოწმებაში მონაწილეობს.

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავების მიზეზებზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ 30 მაისს დანიშნული არჩევნები ქვეყანაში სიტუაციას მასშტაბურად ვერ შეცვლის და ამის უპირველეს მიზეზად პრობლემურ საარჩევნო გარემოს ასახელებს. კერძოდ, როგორც გიორგი გუგავა შენიშნავს, საარჩევნო კანონმდებლობა მმართველ ძალაზეა მორგებული. მისი თქმით, საქართველოში სასამართლო და მედია თავისუფალი არ არის, მათ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს. ქვეყანაში ჩამოყალიბებული ასეთი რეჟიმის პირობებში, გუგავას შეფასებით, არჩევნები არ ტარდება. გარდა ამისა, როგორც გიორგი გუგავამ “24 საათს” განუცხადა, “რომც გაიმარჯვო თვითმმართველობის არჩევნებში, ეს ინსტიტუტი ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად უუნაროა. მას პრაქტიკულად არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია და მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც თვითმმართველობები კლასიკური ფორმით არის ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი შემოსავლები აქვთ და ამა თუ იმ საკითხზე თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.” აქედან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის პარტია არჩევნებს ბიოკოტს უცხადებს. გუგავა “ლეიბორისტული პარტიის” კიდევ ერთ პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. მისი აზრით, საკმარისია ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, სააკაშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმაცია გამოეცლება. “საყოველთაო ბოიკოტი ქვეყანაში არსებული რეჟიმის დასრულებას დააჩქარებს. ხელისუფლება, მინიმუმ, იძულებული მაინც გახდება, ისეთი ბერკეტები დათმოს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს,” - დასძენს გიორგი გუგავა.

მიუხედავად იმისა, რომ “ლეიბორისტები” სხვა ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გიორგი გუგავა დანარჩენი ოპოზიციის პოლიტიკურ სვლებს არ აკრიტიკებს. ის მიესალმება, თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები კოორდინირებულად და ერთობლივად მოქმედებას შეძლებენ. “დღეს მთავარი დარტყმის ობიექტი ხელისუფლება უნდა იყოს, მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა დავხარჯოთ და არა ერთმანეთთან კინკლაობასა და დაპირისპირებაში,” - აღნიშნავს გუგავა. თუმცა, “ლეიბორისტები” ოპოზიციის არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებენ. როგორც გუგავა შენიშნავს, “ჩვენ ბოიკოტის გამოცხადების მიზანი დავასაბუთეთ და ამას ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორად აღიქვამს. ამიტომ აბსოლუტურად ალოგიკური იქნება, რომელიმე კანდიდატის მიმართ საარჩევნო მხარდაჭერა რომ გამოვხატოთ.” გუგავას მტკიცებით, “ლეიბორისტულ პარტიას” გაზაფხულზე დამოუკიდებელი გეგმები აქვს. “სოციალური პრობლემებით დაწყებული, რაც ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას, პოლიტიკური საკითხებით დამთავრებული ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ხელისუფლებასთან ჩვენი დაპირისპირება უფრო აქტიურ ფორმაში, დაუმორჩილებლობაში უნდა გადაიზარდოს. “ლეიბორისტები,” როგორც ყოველთვის, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვიქნებით ჩართულები. ეს ჩვენი გეგმის ზოგადი მონახაზია,” - განაცხადა გუგავამ.

ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. სამართალი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. უცხოეთი >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. ამბები >>

    aa
  14. ამბები >>

    aa
  15. ბიზნესი >>

    aa
  16. ბიზნესი >>

    aa
  17. მუსიკა >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. ამბები >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
  22. კალათბურთი >>

    aa
  23. სპორტი >>

    aa
  24. სპორტი >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. ამბები >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  34. საზოგადოება >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. სპორტი >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. კულინარია >>

    aa
  48. კულინარია >>

    aa
  49. კულინარია >>

    aa
  50. კულინარია >>

    aa
  51. კულინარია >>

    aa
  52. კულინარია >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
  58. წიგნები >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. მეცნიერება >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი