RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

რუსეთი ეუთოს სემინარზე სეპარატისტების მიწვევას აპირებს

რუსული მხარე ეუთო-ს სემინარზე ჟენევის დისკუსიებში მონაწილე აფხაზური და ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის წევრების დაპატიჟებას აპირებს.

24 საათი 05.02.10

რუსული მხარე ეუთო-ს სემინარზე ჟენევის დისკუსიებში მონაწილე აფხაზური და ე.წ. სამხრეთ ოსური დელეგაციის წევრების დაპატიჟებას აპირებს.

"ჯი-ეიჩ-ენ"-ის ცნობით, განცხადება ამის შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, რუსული მხარე მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობა კონფერენციაში სასარგებლო იქნება იმიტომ, რომ მათ შეეძლებათ მოგვითხრონ თავიანთი მოსაზრება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე.

ანვარ აზიმოვი კონფერენციაზე ჰაიდი ტალიავინის მიპატიჟებასაც აპირებს, "რათა მისი ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის მიერ შარშან მომზადებული დასკვნის განხილვა შედგეს".

სემინარი, სახელწოდებით : "კონფლიქტების აღკვეთა და დარეგულირება: წარმატებული სტრატეგია და პრაქტიკა" - თემატური სესიის "კორფუსის პროცესის" ფარგლებში 23 თებერვალს ჩატარდება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი