RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

“პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო”

ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა ჩინოვნიკმა და ექსპერტმა ევროპის საკითხებში რონალდ ასმუსმა, რომელიც დღეს გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელია, გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით - "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო".

24 საათი 03.02.10

ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილმა ჩინოვნიკმა და ექსპერტმა ევროპის საკითხებში რონალდ ასმუსმა, რომელიც დღეს გერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელია, გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით - "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო".

წიგნში გამახვილებულია ყურადღება იმ უცნობ დეტალებზე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გარშემო მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ეხება.

რა უნდა ვისწავლოთ რუსულ-ქართული ომის მაგალითზე? - სვამს კითხვას “ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბუნის” მიმომხილველი ჯონ ვინოკური, რომელმაც დაწერა რეცენზია რონალდ დ. ასმუსის წიგნზე “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. “ეს არის რუსეთის საქართველოში შეჭრის შესახებ კარგი ახალი წიგნი, რომლისთვისაც შეგვეძლო დაგვერქმია “პატარა ომი, რომელსაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძრა მსოფლიო, - ასეთი ფორმულირება რეალობასთან ახლოს დგას,” - წერს ვინოკური.

წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მ, ნატო-მ და ევროკავშირმა, შეიძლება ითქვას, თვალი დახუჭეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს. “აი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი: შეჭრა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც იმის ნიშანი, რომ რუსეთმა მაქსიმალურად გაზარდა ვეტოს დადების შესაძლებლობა დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესებზე, რადგან დასავლეთი, რომელიც ერთიანი არ არის და ლიდერი არ ჰყავს, საკმაო მნიშვნელობის ფაქტის მინიმიზებას შეეცადა,” - ნათქვამია სტატიაში. რეცენზენტის აზრით, ასმუსის წიგნი დაწვრილებით და ნათლად გვაცნობს მოვლენებს. “ქვეყანა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან და ნატო-ში შესვლის კანდიდატია, თავდასხმის ობიექტი გახდა და მის დასახმარებლად არც ვაშინგტონმა, არც ატლანტიკურმა ალიანსმა განსაკუთრებულად არაფერი იღონეს,” - ეს ციტატა მოჰყავს ვინოკურს ასმუსის წიგნიდან.

რუსეთმა ფეხქვეშ გათელა ცივი ომის პერიოდის შემდეგ მიღებული მთავარი წესი - ევროპის საზღვრები არ ექვემდებარება ძალადობრივ შეცვლას - და ყველას გააგებინა, რომ მზად არის, მეზობლების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენოს ძალა, - ამტკიცებს ავტორი. “წიგნში შესული მასალები წარმოადგენს ნატო-ს სისუსტის და შიდა დაპირისპირების მტკიცებულებას ისეთ სიტუაციაში, როცა რუსეთი ემუქრებოდა საქართველოს. ეს მასალები ძალიან გაამხნევებს ნებისმიერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, იქნება ეს “ალ კაიდა”, ირანი თუ ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც იფიქრებენ, რომ დასავლეთი შიდაარეულობის გამო შეიძლება დამთმობი გახდეს,” - წერს ვინოკური.

ავტორის აზრით, პუტინმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბუშმა შედეგს ვერ მიაღწია - ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს კანდიდატობის სტატუსის მინიჭება, რადგან გერმანია წინააღმდეგი წავიდა. “პუტინის შეხედულებების კონტექსტში, რუსეთის ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ნატო-ს მერყეობა იყო მიწვევა მოკლე ეფექტურ ომში, რის შემდეგაც დასავლეთი ყველანაირად შეეცადა ამ ფაქტის გაბათილებას,” - წერს ვინოკური. შემდგომი მოვლენები ასმუსის სიმართლეს ამტკიცებს, მიიჩნევს რეცენზენტი: საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ხომალდების - ვერტმფრენმზიდების გაყიდვის შესახებ, ხოლო გერმანიამ ნორდ სტრიმის ფინანსირება გაასამმაგა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი