საქართველოში დაბრუნდა შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ედინბურის ფესტივალში, სახელწოდებით “ფრინჯი”, მონაწილეობდა და უცხოელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებულ სპექტაკლ “ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!”
24 საათი 03.09.10
საქართველოში დაბრუნდა შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ედინბურის ფესტივალში, სახელწოდებით “ფრინჯი”, მონაწილეობდა და უცხოელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებულ სპექტაკლ “ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!”
ერთი თვის განმავლობაში თამაშობდა.
სპექტაკლის წარმატება მონაწილეების თბილისად გამგზავრებამდე ვიწინასწარმეტყველეთ. მიეცემა.
“ვერბატიმის თეატრის ხუთკაციანი ვირტუოზული წარმოდგენა დევნილთა ამაღელვებელ ისტორიებს ახმოვანებს”, - გაზეთი “ფრინჯ-რევიუ”, ედინბურგი
ვერბატიმის თეატრით გატაცებული რეჟისორის, ალექი ბლაიტის ექსპერიმენტზე გაზეთ “24 საათში” რამდენჯერმე დაიწერა და ითქვა იმაზე, რითაც წარმოდგენა გამოირჩევა. მისი მთავარი “კოზირია” სათქმელი, რომელიც რეალურ განცდებსა და ისტორიებზეა დაფუძნებული. ის თბილისში მხოლოდ ერთხელ წარმოადგინეს, მაგრამ ქართველ მაყურებელს მისი ნახვის შესაძებლობა “თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე” .
ამჯერად გეტყვით იმას, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა წარმდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები - მარი ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთი სვანიძე და მოწვეული მსახიობები - ლაშა ოყრეშიძე და ედმონდ მინაშვილი.
ფესტივალის ფარგლებში 2 ათასამდე სპექტაკლი აჩვენეს. ქართველები წარმოდგენას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე თამაშობდნენ სივრცეში, რომელიც საგანგებოდ ამ ფესტივალისთვის იყო შექმნილი და “ასემბლი რუმს” ერქვა. შემოქმედებითი ჯგუფის გამარჯვებაზე, როგორც წესი, მაყურებელთა ოვაციები მეტყველებს, მაგრამ წარმოდგენის მხატვრულ ხარისხს მარტო აპლოდისმენტები არ განსაზღვრავს და არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოხმაურება, რომელთა ავტორებიც კრიტიკოსები, ჟურნალისტები და დარგის სპეციალისტები არიან. როგორ გამოეხმაურა ქართული სატკივარიდან განზოგადებულ სათქმელს ედინბურგის ბეჭდური მედია, ან რამდენი “ვარსკვლავით” შეაფასეს ის? ქართველების შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრი აცხადებს, რომ მათი ნამუშევრის წარმატების დამადასტურებელია იქაურ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი წერილები და შეფასებები. ალექი ბლაიტისა და ქართველი მსახიობების ერთობლივ პროდუქტს პროფესიონალებმა ოთხჯერ 5 და სამჯერ 4 ვარსკვლავი მიანიჭეს. “ვფიქრობთ, რომ ასეთი შედეგი 2000 სპექტაკლში ძალიან დიდი წარმატებაა”, - აღნიშნავენ ქართველები.
ზემოთ ნახსენების გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ედინბურგის პირველმა გაზეთმა, სახელწოდებით The Scotsman, “ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!” ფრინჯის პირველი პრიზი (The Fringe First) მიანიჭა. ამას “ფრინჯ-რევიუს” პრიზიც მოჰყვა. ამ უკანასკნელში სპექტაკლზე დაწერილი ერთ-ერთი გულის ამაჩუყებელი სტატიაც დაიბეჭდა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ გაზეთ “ფრინჯ-რევიუს” რედაქტორი სპექტაკლის დასრულებისთანავე ავიდა სცენაზე და მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატი, რომელშიც ამოიკითხავთ: - “ვერბატიმის თეატრის ხუთკაციანი ვირტუოზული წარმოდგენა დევნილთა ამაღელვებელ ისტორიებს ახმოვანებს”.
“ფრინჯის” დასასრულს ხუთმა ქართველმა მსახიობმა ფესტივალის ცნობილი ჟურნალისგან, სახელწოდებით The Stage, მიიღო მოსაწვევი და შეიტყო, რომ ისინი ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციებში იყვნენ წარდგენილნი. “საუკეთესო შესრულების” გარდა, ასევე იყო ნომინაციები: “საუკეთესო მონო შესრულება”, “საუკეთესო სპექტაკლი”, “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი”, “საუკეთესო მსახიობი ქალი”… საუკეთესო სპექტაკლის გამოსავლენად 250 შემოქმედებითი ჯგუფიდან მხოლოდ 5 შეირჩა, რომელთაგან გამარჯვებული ალექი ბლაიტის წარმოდგენა არ აღმოჩნდა, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, რეჟისორი ამ ნომინაციაში გამარჯვებას არც ელოდა და ნომინაციაზე წარდგენის ფაქტსაც კი დიდ წარმატებად მიიჩნევს. ნომინაციაში “საუკეთესო შესრულებისთვის” კი ფესტივალის ჟიურიმ სწორედ ქართველი მსახიობები დაასახელა. მათ სახელობითი სერთიფიკატები და სუვენირები გადაეცათ. ალექი ბლაიტის წარმატებული პროექტის განხორციელებას ხელი ბრიტანეთის საბჭომ შეუწყო.