RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
5 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მის ფინანსური კატასტროფა

კეტრინ ბიგელოუს "წარმატებული" კარიერის შესახებ

24 საათი 08.02.10

კეტრინ ბიგელოუს "წარმატებული" კარიერის შესახებ

თუ ამერიკული კინოს ბოლო ათწლეულების ისტორიას გადავხედავთ, უდავოა, რომ უკანასკნელი ოქროს ხანა 1999 წელს ჰქონდა. ამ წელს ძალიან ბევრი კარგი ფილმი გამოვიდა, თითქოს უნდოდათ, რომ კინოს ისტორიის პირველი ასწლეული, რაც შეიძლება, ღირსეულად დახურულიყო. გავიდა ზუსტად ათი წელი და კინოს ტექნოლოგიურ განვითარებაზე გადატანილმა აქცენტმა მოიტანა ის, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი კეტრინ ბიგელოუს "გამნაღმველია" - პრაქტიკულად არაფრით გამორჩეული სამხერდო დრამა არა ერთი ბანალური სცენით, რომლის გადაჭარბებული წარმატებაც მხოლოდ ერთს გაფიქრებინებს - წინასწარ დაგეგმილი ანგარიშსწორება ყოფილი ქმრის მიმართ.თუ ბიგელოუს ფილმოგრაფიას გადახედავ, სხვას უბრალოდ ვერც კი იფიქრებ - თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, რომ თავისი საუკეთესო ფილმი სწორედ იმ წელს გამოეშვა, როცა ჯეიმს კამერონი "ავატარის" დასრულებას ინებებდა. ჩასაფრებული ვეფხვის იმიჯმორგებულმა ბიგელოუმ ნამდვილად გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ კამერონზე მეტი ჯილდო მიიღო, მისი "გამნაღმველი" სწორედ ის კენჭი აღმოჩნდა, რომელიც "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე მიმავალ "ავატარს" კოჭლობას აიძულებს.

მაინც ვინაა კეტრინ ბიგელოუ - რეჟისორი, რომელიც თითქოს არსაიდან მოვიდა და თვით ჯეიმს კამერონთან განიზრახა გაჯიბრება? ის უკვე 58 წლისაა, თუმცა გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება (კიდევ ერთი ქულა კამერონისა და მისი ცოლების საპასუხოდ). კინოში 1978 წლიდან მუშაობდა, თუცა გასულ წლამდე მხოლოდ ერთი ფილმით შეეძლო ეამაყა - 1991 წელს გადაღებული კრიმინალური დრამით "ტალღის ქიმზე", როლის წარმატებაც მასში მონაწილე იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა მსახიობებმა კინუ რივზმა და პატრიკ სუეზიმ უფრო განაპირობეს (ცხადია, თავისი გააკეთა კამერონის პროდიუსერობამაც, რომელმაც დაიჟინა, რომ ფილმი სწორედ მის ცოლს უნდა გადაეღო და არა რიდლი სკოტს!). "ტალღის ქიმზე" მართლაც იქცა იმ თაობის საყვარელ ფილმად, თუმცა "ემტივის" კინოდაჯილდოვების იქით ვერ წავიდა. მომდევნო სერიოზული პროექტი ფუტურისტული დრამა "უცნაური დღეები" იყო, რომელიც ისე უმოწყალოდ ჩავარდა, მის შესახებ ალბათ აღარც თავად ბიგელოუ იხსენებს და არც მთავარი როლების შემსრულებელი რალფ ფაინსი, ანჯელა ბასეტი, ჯულიეტ ლუისი და ტომ საიზმორი.

"უცნაურ დღეებს" ბიგელოუს საკმაოდ უცნაური კინოკარიერა მოჰყვა: სატელევიზიო ფილმების გადაღებას მიჰყო ხელი, თანაც ისეთ ტელეფილმებს იღებდა, რომლებიც არავის სჭირდებოდა. შემდეგ იყო დიდ კინოში დაბრუნების უიღბლო მცდელობა - 2000 წელს მისი მისტიკური ტრილერი "წყლის წონა" გამოვიდა, რომლის გადარჩენა ვერც კარგმა სამსახიობო ანსამბლმა შეძლო (შონ პენი, სარა პოლი, კეტრინ მაკორმაკი, ლიზ ჰარლი). გავიდა კიდევ ორი წელი და მორიგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმიც გამოუშვა - "K 19" ლაიმ ნისონითა და ჰარისონ ფორდით მთავარ როლებში. შედეგი ამჯერადაც იგივე იყო - სრული ჩავარდნა გაქირავებაში, რამაც რეჟისორს მეტსახელი "მის ფინანსური კატასტროფა" მოუტანა. ამის შემდეგ კეტრინ ბიგელოუს შემთხვევაში ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა: მასთან მუშაობა აღარავის სურდა, პროდიუსერები თავს არიდებდნენ, მსახიობები მხოლოდ ზრდილობიანი ღიმილით შემოიფარგლებოდნენ. ერთი სიტყვით, ყოფილი მისის კამერონის კარიერა პრაქტიკულად დასრულებული იყო...

და სწორედ ასეთი კინოკარიერის მქონე ქალბატონი აცხადებს პრეტენზიას, იყოს ჯეიმს კამერონის კონკურენტი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს კვენტინ ტარანტინოს "უსახელო ნაბიჭვრები" ან სულაც ჯეისონ რეიტმენის "მაღლა ზეცაში". გადავხედოთ "ოსკარის" ნომინაციებსაც - ორივე ფილმს 9-9 ნომინაცია აქვს და სწორედ ეს გაფიქრებინებს, თითქოს მთელი მანქანაა ამუშავებული იმისთვის, რომ კამერონს რაც შეიძლება მეტად გაუფუჭდეს გუნება და გამარჯვების სულ უფრო ნაკლები იმედი დარჩეს. თუმცა ყველაფერს 7 მარტის საღამო გადაწყვეტს, როდესაც ჯეიმს კამერონს ალბათ კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება, ხმამაღლა შესძახოს: "მე სამყაროს მეფე ვარ!".

ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. სამართალი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. უცხოეთი >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. ამბები >>

    aa
  14. ამბები >>

    aa
  15. ბიზნესი >>

    aa
  16. ბიზნესი >>

    aa
  17. მუსიკა >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. ამბები >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
  22. კალათბურთი >>

    aa
  23. სპორტი >>

    aa
  24. სპორტი >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. ამბები >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  34. საზოგადოება >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. სპორტი >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. კულინარია >>

    aa
  48. კულინარია >>

    aa
  49. კულინარია >>

    aa
  50. კულინარია >>

    aa
  51. კულინარია >>

    aa
  52. კულინარია >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
  58. წიგნები >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. მეცნიერება >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი