RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
5 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

Hope Box - იმედით და საზღვრების გარეშე

თბილისშიც დასრულდა... პროექტი, რომელმაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანა მოიარა, გუშინ საღამოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საქართველოსაც გამოეთხოვა.

24 საათი 04.11.09

თბილისშიც დასრულდა... პროექტი, რომელმაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანა მოიარა, გუშინ საღამოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საქართველოსაც გამოეთხოვა.

Hope Box საერთაშორისო პროექტია, რომელიც თბილისში “თბილისობის” დღესასწაულზე, გალერეა “ლაინში” დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ იმ მცირე კულტურული ღონისძიებების რიგში მოხვდა, რომლებიც სტუმარსა თუ თბილისელს არწმუნებდა იმაში, რომ თბილისი მხოლოდ ვაჭრობისა და სმა-ჭამის ეპიცენტრი არ არის...

გალერეა “ლაინში” დაწყებული პროექტი, სულ მალე სამხატვრო აკადემიის გალერეაში გადაიტანეს. პროექტის არსი სხვადასხვა ეროვნების მხატვრების ერთ პროექტში, მეტიც, ერთ სასურათო სიბრტყეზე გაერთიანებაში მდგომარეობს. აკადემიის გალერეაში ოცამდე დიდი კოლაჟი გამოიფინა. ამ ნამუშევრებს კი არა ერთი ავტორი, არამედ ათი და მეტი ავტორის აწერდა ხელს.

ექსპოზიციის დათვალიერება პატარა გამოძიებას ჰგავდა. იმედით დაკავშირებული მხატვრების ხელწერა რომ გამოეცნოთ, კარგად უნდა დაკვირვებოდნენ სურათს და თუ მხატვარი ნაცნობი იყო, მაშინ მის ხელწერას სადმე, რომელიმე ფენაზე მაინც დაიჭერდი.

ცხადია, საქმე ხელოვნების საინტერესო ნიმუშებთან არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება მაინც მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულებაა მთელი პროექტიც, ანუ Hope Box.

იმედი იმისა, რომ ხვალ მსოფლიო უკეთესი იქნება და უკეთესად იცხოვრებენ ის მოზარდები, რომლებსაც დღეს არც სახლი გააჩნიათ და არც მზრუნველები ეგულებათ ალბათ ბევრს აგრძნობინებს, რომ თითოეული ადამიანის წვლილი ამ იმედის გაღვივებისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ცოტა თუ შეუდგება ამ წვლილის გაღებას. რიენკე ენგჰარდტი კი შეუდგა. ის არა მხოლოდ პროექტის ინიციატორია, არამედ არაერთი უდედმამო ქართველი მოზარდის მეურვეც. ამ მოზარდებს მან Hope Box Angels დაარქვა, ისინი ბრეიგდანსს ცეკვავენ და ეს ყველაფერი გალერეის ცენტრში ხდება.

გალერეა “ლაინის`, ანუ პროექტის პირველი მასპინძლის, დირექტორი, ქალბატონი ქეთევან პაიჭაძე აღნიშნავს, რომ ეს პროექტი გულისხმობს მსოფლიოში მშვიდობის, მეგობრობის და ხელოვნების ზეიმს, გამოფენების და სანახაობრივი ხელოვნების ღონისძიებების სახით.

ამას გარდა,Hope Box-ი მხატვარ რიენკე ენგჰარდტის მიერ შექმნილი პროექტების ერთობლიობაც არის. Hope Box-ის მიზანია ერთობლივი მუშაობით შექმნას ხელოვნება საზღვრების გარეშე, რომელიც ასახავს რეალობის მრავალფეროვნებას. 1991 წლიდან 36 ქვეყნის 150 ხელოვანზე მეტმა მიიღო მასში მონაწილეობა.

პროექტმა უკვე მოიარა პეკინი, ჰონგ კონგი, ბანგკოკი, ჰანოი, ჰოშიმინი, რანგუნი, კუალა ლუმპური, სინგაპური, ჯაკარტა, ამსტერდამი, ჰააგა, ნიუ იორკი, ჩიკაგო, ბრისბენი, სიდნეი, პრიშტინა, პეჟა, იოჰანესბურგი, დანდინი, პარიზი, შონგკინგი, ბელგრადი, დოუალა, ხან იუნისი, ღაზა, ბეთლემი და ა.შ.

ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. სამართალი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. უცხოეთი >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. ამბები >>

    aa
  14. ამბები >>

    aa
  15. ბიზნესი >>

    aa
  16. ბიზნესი >>

    aa
  17. მუსიკა >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. ამბები >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
  22. კალათბურთი >>

    aa
  23. სპორტი >>

    aa
  24. სპორტი >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. ამბები >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  34. საზოგადოება >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. სპორტი >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. კულინარია >>

    aa
  48. კულინარია >>

    aa
  49. კულინარია >>

    aa
  50. კულინარია >>

    aa
  51. კულინარია >>

    aa
  52. კულინარია >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
  58. წიგნები >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. მეცნიერება >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი