საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებამ გუშინ წარმოგვიდგინეს საჯარო ლექცია "ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები - მსოფლიო კულტურის სახლი XXI საუკუნეში".
24 საათი 09.09.10
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებამ გუშინ წარმოგვიდგინეს საჯარო ლექცია "ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები - მსოფლიო კულტურის სახლი XXI საუკუნეში".
ლექცია წაიკითხა ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილემ პროფესორმა გიუნტერ შაუერტე.
ღონისძიება ჩატარდა "საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის" დაძმობილების/ტვინინგის პროექტის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის და დახმარების მიმღები ქვეყნის საჯარო სამსახურებს შორის პროგრამის ერთობლივად განხორციელებას. პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა დახმარების მიმღებ ქვეყანას ხელს უწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ტრენინგების, რეორგანიზაციის და კანონმდებლობების განვითარების გზით.
კულტურის სფეროში ტვინინგ პროექტის პირველი გამარჯვებული საქართვეოლოს ეროვნული მუზეუმია. ევროკავშირის მხრიდან მისი პარტნიორია - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის ეროვნული მუზეუმები. გერმანიის სახელმწიფო მუზეუმები აერთიანებს თხუთმეტ მუზეუმს, რომლებიც განლაგებულია დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ადგილას: მუზეუმების კუნძული, კულტურფორუმ პოცდამერ პლაცი, დაჰლემი, შარლოტენბურგი და კიოპენიკი.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური გაძლიერებაა. ტვინინგის პროექტის ღირსება ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემური დანერგვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში, კერძოდ მუზეუმის შენობების დაგეგმარება, კოლექციების გადატანა და ექსპონატების რესტავრირება-კონსერვაცია.
პროექტის ფარგლებში გერმანელი ექსპორტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრეინინგებს და ასევე გაიმართება საჯარო ლექციები სამუზეუმო საქმიანობის შესახებ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.