RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ასი წლის წინანდელი თოფუზი

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში გაიმართება

24 საათი 09.09.10

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში გაიმართება

100 წლის წინ აჭარაში ერთი კაცი ცხოვრობდა. ამბობენ, ას კილოს იწონიდა, ერთ ჭამაზე ას პურს ავლებდა მუსრს, ას დოქ ღვინოს სვამდა, მაგრამ როგორც კი ცეკვის დრო დგებოდა, მაშინვე პატარა ბიჭივით გადმოხტებოდა და ფეხის წვერებზე დგებოდა. დღეს არც მისი ნამდვილი სახელი ახსოვს ვინმეს და არც გვარი, მას ყველა თოფუზის სახელით იცნობს. ასი წლის წინანდელი ლეგენდარული მოცეკვავის მეტსახელი, უკვე მეორე წელია, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰქვია და სწორედ ის გახლავთ ფესტივალის სიმბოლოც. აღნიშნული ფესტივალი წელს უკვე მეორედ იმართება, მისი მასპინძელი კი 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი იქნება.

ფესტივალ "თოფუზის" მუშაობა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში გადადის. უკვე ნანახი და გადარჩეულია ის ნამუშევრები, რომლებიც ბოლო ეტაპის გავლის შემდეგ საფესტივალო ჩვენებაზე მოხვდება. მათ შორის ამჟამად 41 ქვეყნიდან გამოგზავნილი 217 ფილმია. უცხოელი და ქართველი ანიმატორებისგან დაკომპლექტებული ჟიური თვის ბოლომდე ამ რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს და ფინალისთვის მხოლოდ რამდენიმე ათეულ ნამუშევარს დატოვებს. მათ შორის ქართული ანიმაციური ფილმები ნაკლებად იქნება. "როგორც წესი, ქართული პროდუქცია ძალიან მწირი რაოდენობით მონაწილეობს. შარშან ოთხიოდე ნამუშევარი იყო. წელსაც თითქმის ამდენივეა. ძირითადად სტუდენტური ნამეშევრებია შემოსული, რომლებიც მონაწილეობას შესაბამის ნომინაციაში მიიღებენ," - ამბობს ანიმაციის განვითარების ფონდის კოორდინატორი ნიკა გელაშვილი.

ფესტივალს რამდენიმე ძირითადი ნომინაცია აქვს: გრან პრი, საუკეთესო ქართული ანიმაციური ფილმი, საუკეთესო ანიმაცია უფროსებისთვის, საბავშვო ანიმაცია (ამ ნომინაციის ჟიური ბავშვებით იქნება დაკომპლექტებული), საუკეთესო დებიუტი, ექსპერიმენტული ნამუშევარი, სატელევიზიო სერიალი და ინტერნეტნამუშევარი. ეს უკანასკნელი ახალი ნომინაციაა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, საკუთარი ნამუშევარი 6 ოქტომბრამდე საიტ myvideo.ge-ზე განათავსოთ, ხმის მიცემა კი ამავე საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია.

რაც შეეხება თავად ფესტივალში მონაწილე ფილმებს, როგორც ნიკა გელაშვილმა გვითხრა, აქ არც ჟანრობრივი, არც თემატური და არც გამომსახველობითი შეზღუდვა არსებობს. ასე რომ, მომავალ წელს "თოფუზიში" მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, მისთვის მზადება ახლავე დაიწყონ.

ფესტივალის ორგანიზატორია 2007 წელს დაარსებული ანიმაციის განვითარების ფონდი, რომელიც ქართულ ანიმაციურ სტუდია "მიფასი ფილმთან" თანამშრომლობს და პროექტ "მსოფლიო ხალხთა ზღაპრების" მხარდამჭერია. შარშანწინ თბილისში სწორედ ამ ფონდის ინიციატივით ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ბიმინი", რის შემდეგაც ფონდმა უკვე საკუთარი ფესტივალი დააარსა.

P.S. მოცეკვავე თოფუზიზე "მიფასი ფილმი" ანიმაციურ ფილმს "ისრებთან მოცეკვავე" იღებს. ფილმი მალე დასრულდება და ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, როგორ ახერხებდა ეს 100-კილოგრამიანი კაცი ცერებზე ცეკვას...

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი