RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ვან გოგის "საძინებელი"

ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარზე, სახელწოდებით "საძინებელი არლში", 2010 წლის იანვარში დაწყებული რესტავრაცია დასრულდა.

24 საათი 04.09.10

ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარზე, სახელწოდებით "საძინებელი არლში", 2010 წლის იანვარში დაწყებული რესტავრაცია დასრულდა.

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმს ის დღეს დაუბრუნდება, იუწყება Associated Press.

მუზეუმის კურატორმა ლეო იანსენმა განაცხადა, რომ ამჟამად ნამუშევარი კიდევ უფრო მეტი სიმშვიდის მატარებელია და ისეთია, როგორიც ვაგ გოგს უნდოდა რომ ყოფილიყო…

ვან გოგმა "საძინებელი" დახატა 1888 წელს, როდესაც საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ არლიში ცხობრობდა. ამ პერიოდს მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამ დროს შექმნა მან ცნობილი "მზესუმზირები". ამასთან, "საძინებელი" მისი უსაყვარლესი ნამუშევარი იყო.

ამ ნახატის შესრულებიდან ძალიან მალე ნამუშევარი ნესტმა ძალიან დააზიანა და კიდეებზე საღებავმა ცვენა დაიწყო. იმისათვის, რომ ნესტის ზემოქმედება შეემცირებინა, მხატვარი იძულებული გახდა მასზე გაზეთები დაეფარებინა, რის გამოც ნახატზე ტიპოგრაფიული საღებავის კვალი გაჩნდა. "საძინებელს" რესტავრაცია რამდენჯერმე გაუკეთეს. მისი სრული რესტავრაცია უკანასკნელად 1930-იან წლებში მოხერხდა. ახალი სარესტავრაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ ცნობილი გახდა 1980-იან წლებში, თუმცა სპეციალისტების მოთხოვნა მხოლოდ 20 წლის შემდეგ დააკმაყოფილეს. დღეიდან ეს ნამუშევარი ამსტერდამის მუზეუმის დამთვალიერებელს განახლებული სახით დახვდება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი