ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ბათუმის მერია. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე ოთხი წელია ტარდება.
24 საათი 02.09.10

ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ბათუმის მერია. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე ოთხი წელია ტარდება.
2010 წელს, BIAFF-ის პროგრამა მოიცავს:
ცნობილი პოლონელი რეჟისორის Zbygnev Rybchinski-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივას. ცნობილი ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმების რეტროსპექტივას და მის ვიზიტს ბათუმში. ოთარ იოსელიანის ვიზიტს და მისი ბოლო ფილმის SHANTRAPA პრემიერას. ასევე მოეწყობა მასტერკლასები, Q & A და პრესკონფერენცია, ზემოთჩამოთვლილ საპატიო სტუმარებთან. ასევე პროგრამაშია ამერიკული კინოს (ამერიკის საელჩო არის მხარდამჭერი BIAFF 2010) და ირანული კინოს პრეზენტაცია.
ძირითადი პროგრამაში წელს იქნება 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. სულ წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 20-22 ქვეყანა. კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:
- საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი
- საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი
- აბრეშუმის გზის ქვეყნები - თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი
- გერმანული კინო
- ქართული კინო
- ჟიურის წევრების ფილმები
- ოსტატთა კოლექცია - ცნობილი რეჟისორების ფილმები
- MEET THE JURY სექცია - ჟიურის წევრი რეჟისორების ფილმები.
- ახალგაზრდა კინორეჟისორების სექცია (კონკურსი)