RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მეცნიერები მოცარტის უცნობი სნეულების შესახებ

უილიამ დოუსონი (William J. Dawson) ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა, ახლა პენსიაზეა და დრო სამეცნიერო ლიტერატურის გაანალიზებაში "გაყავს".

24 საათი 28.08.10

უილიამ დოუსონი (William J. Dawson) ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა, ახლა პენსიაზეა და დრო სამეცნიერო ლიტერატურის გაანალიზებაში "გაყავს".

ის მოცარტის გარდაცვალების მიზეზებით დაინტერესდა, გაეცნო მასალებს და ამ საკითხთან დაკავშირებით 118 ჰიპოტეზა ჩამოაყალიბა.

ახალი კვლევის შედეგები The Nes York Times-მა გამოაქვეყნა. დიუსონმა, რომელიც თვითონაც უკრავს ფაგოტზე, კომპოზიტორის მომაკვდინებელი ავადმყოფობის სავარაუდო ვერსიების ხუთ ტიპი შემოგვთავაზა, მათ შორის: მოწამვლა, ინფექცია, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელის დაავადებები და ა.შ. ექიმი ვარაუდობს, რომ სისხლის გამოშვებას, როგორც მკურნალობის მეთოდს, მოცარდის გარდაცვალების დაჩქარებაც კი შეეძლო... კომპოზიტორის მოწამვლის ვერსია მეცნიერებმა დროთა განმავლობაში უარყვეს, რამდენადაც მიიჩნიეს, რომ ის ჭორებს ეფუძნებოდა. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომლის თანახმადაც მოცარტი ფიქრობდა, რომ მოწამლული იყო, რაშიც მოგვიანებით თავადვე შეეპარა ეჭვი და საბოლოოდ, ეს მოსაზრება უარყო.

სავარაუდო დიაგნოზებს შორის მოხვდა, ძირითადად: ურემია, რევმატიზმი, ტუბერკულიოზი და სეპტიკური ენდოკარდიტი. დოუსონმა განაცხადა, რომ მისი ჰოპოტეზებიდან უპირატესობას ერთ-ერთს - თირკმელების უკმარისობას ანიჭებს. ვერსიების გაანალიზებისას დიუსონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სავარაუდოთა შორის მხოლოდ ერთის დასახელება შეუძლებელია, რადგანაც არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

მოცარტის ავადმყოფობის შესახენ წერილობითი წყაროები არ არსებობს და არც გვამის გაკვეთა მომხდარა. კომპოზიტორის საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს. ისტორიკოსები იძულებულნი არიან დაეყრდნონ და გაითვალისწინონ მტკიცებულებები, რომლებიც მოცარტის შვილს, მის ქვრივსა და დას უკავშირდება. ამ საკითხზე ისინი მოგვიანებით ალაპარაკდნენ. მათი მოსაზრებების გარდა, აღსანიშნაია, რომ შემორჩენილია ჩანაწერები ექიმის, რომელიც მოცარტის მკურნალ ექიმებს ესაუბრებოდა. ცნობილია, რომ მეცნიერებმა მოცარტის ნათესავების ავადმყოფობებიც კი შეისწავლეს.

კომპოზიტორი ლოგინად 1791 წლის 20 ნოემბერს ჩავარდა. ამ დროს მას დაძაბული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი "ჯადოსნური ფლეიტა", "კონცერტი კლარნეტისათვის", "მცირე მასონური კანტატა" და "რეკვიემის" ნაწილი... მას აწუხებდა სიცხე, გულისრევა და საერთო აპათია. 35 წლის კომპოზიტორს ექიმი მხოლოდ 4 დეკემბრის საღამოს გამოუძახეს, 5 ოქტომბრის ღამეს კი გარდაიცვალა. ექიმმა მისი ავადმყოფობა მალარიად მონათლა, თუმცა თანამედროვე მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მოცარტის ავადმყოფობის აღწერა უფროა ვიდრე ზუსტი დიაგნოზი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი