RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

დოვლატოვის ნაკრძალი

24 აგვისტოს, სერგეი დოვლატოვის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. ამ ავტორს საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

24 საათი 26.08.10

24 აგვისტოს, სერგეი დოვლატოვის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. ამ ავტორს საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ "ჩემოდანია" თარგმნილი და წიგნად გამოცემული.

ეს თარიღი რუსეთში იმით აღინიშნა, რომ "გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების" სერიას ცნობილი მწერლისა და ჟურნალისტის ბიოგრაფიისადმი მიძღვნილი გამოცემა შეემატა, უცხოურმა სააგენტოებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2011 წელს ფსკოვის ოლქში სერგეი დოვლატოვის სახელობის მუზეუმი გაიხსნება.

მუზეუმი ამოქმედდება სოფელ ბერეზინოში (პუშკინის რაიონი), სადაც არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორი 1977 წლამდე ცხოვრობდა. ახალი კულტურული დაწესებულება დამთვალიერებელს მომავალი წლის 3 სექტემბრიდან, მწერლის დაბადებიდან 70 წლისთავის შესრულებიდან უმასპინძლებს.

ცნობილია, რომ ინვესტორებმა შეისყიდეს მიწის ნაკვეთი იმ სახლთან ერთად, რომელშიც დოვლატოვმა წლები გაატარა. ფსკოვის ოლქის საიტზე წერია, რომ სიძველის მიუხედავად შენობას მისი უკანასკნელი მეპატრონე სათანადოდ უვლიდა. მისი სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის პროცესი იმით დაიწყება, რომ უპირველესად მოხდება ობიექტის კონსერვაცია, რათა სახლისა და მომავალი ექსპოზიციის სარესტავრაციო სამუშაოების ტაქტიკა განისაზღვროს. საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ინვესტორები აცხადებენ, რომ სახლი შემორჩენილია ისეთივე სახით, როგორიც დოვლატოვმა ნახა და მოგვიანებით, მოთხრობაში, სახელწოდებით "ნაკრძალი", აღწერა.

ახალი მუზეუმის შექმნას მხარი რეგიონის სამუზეუმო საქმის მცოდნეებმაც დაუჭირეს. მათ აღნიშნეს, რომ ტურისტები "მიხაილოვის ნაკრძალში" მარტო პუშკინის გამო კი არ ჩადიან, ისინი ინტერესდებიან ადგილით, რომელიც სერგეი დოვლატოვის სახელთანაა დაკავშირებული. სამხარეო მუზეუმში მწერალი 1976-1977 წლებში მუშაობდა. მისი "ნაკრძალის", რომელიც პირველად 1983 წელს, ავტორის ემიგრაციაში ყოფნისას გამოიცა, გმირი ზაფხულზე სამუშაოდ სწორედ მიხაილოვში ეწყობა გიდად.

დოვლატოვის სახელობის მუზეუმის გახსნის შესახებ ინფორმაცია პირველად არ გავცელდა, მაგრამ ის ოფიციალურად მხოლოდ გუშინ დადასტურდა. რეგიონის საიტზე დასახელებულია რამდენიმე ინვესტორი, რომლებმაც მუზეუმის დაფინანსების სურვილი გამოთქვეს, ესენი არიან: გამომცემლობა "ლომონოსოვის" გენერალური დირექტორი ანატოლი სეკერინი და სანკტ-პეტერბურგის ოსტატთა გილდიის ხელმძღვანელი იური ვოლკოტრუბი.

ზემოთ აღნიშნულ სერიაში გაერთიანებულ გამოცემას რაც შეეხება, წიგნი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. თუმცა, მისი წარდგენისას ითქვა, რომ დოვლატოვის ბიოგრაფია ყველაზე უკეთ და სრულად მოთხრობილია ნაწარმოებებში, რომლებიც ავტორმა შექმნა და მათი წაკითხვის გარეშე რთულია ამოიცნო ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. 1978 წლიდან ის, როგორც ხელისუფლებისგან დევნილი, საცხოვრებლად გადავიდა ნიუ იორკში, სადაც ემიგრანტული გაზეთის, სახელწოდებით "ახალი ამერიკელი", მთავარი რედაქტორი გახდა. პროდუქტიულმა მწერალმა სახელი წიგნებითა და პრესტიჟულ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდვით გაითქვა. ოცწლიანი ემიგრაციის განმავლობაში დოვლატოვმა 12 წიგნი გამოსცა აშშ-სა და ევროპაში. 1990 წლის 24 აგვისტოს ის ნიუ იორკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი