RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ძველი თბილისი სპარსულ ხელნაწერში

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს სპარსულ ხელნაწერთა დიდი და უაღრესად საინტერესო კოლექცია.

24 საათი 11.03.10

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს სპარსულ ხელნაწერთა დიდი და უაღრესად საინტერესო კოლექცია.

იგი 773 სპარსული ხელნაწერი წიგნისა და 510 დოკუმენტისაგან შედგება. აღნიშნულ ფონდში დაცულია XIX-XX სს. მიჯნის ირანელი მოღვაწის მაჯდ-ოს-სალტანეს "ქალაქ თბილისის აღწერა". მან საკუთარი თვალით ნახა ამ პერიოდის თბილისი. გარკვეული დროის განმავლობაში ოჯახთან ერთად იცხოვრა კიდეც აქ და საინტერესო ცნობებს გვაწვდის ჩვენი დედაქალაქის შესახებ.

ხელნაწერი წიგნი, სადაც მოცემულია თბილისის აღწერა, მაღალი ხარისხის ევროპულ ქაღალდზეა დაწერილი. ტექსტი ჩასმულია ორი წითელი ხაზისაგან შემდგარ ჩარჩოში. წიგნის ყდა მუყაოსია. ხელნაწერს აქვს თარიღი: 1894 წლის 3 დეკემბერი.

წიგნის პირველ ნაწილში მოკლედ არის ჩამოთვლილი კავკასიის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი ცენტრები; აღნიშნულია მისი მოსახლეობის მრავალფეროვნება. თბილისი დახასიათებულია, როგორც რუსეთის იმპერიის აზიური ნაწილის უპირველესი ქალაქი. მოკლედ არის აღწერილი კავკასიის სხვა ნაწილებიც, მაგრამ წიგნის უდიდესი ნაწილი თბილისის დაწვრილებით აღწერას ეთმობა. ამ დროს თურმე თბილისში 250 000 კაცი ცხოვრობდა.

ირანელი ავტორი აღგვიწერს თბილისის მთავარ ქუჩებს, მაღაზიებს, თეატრს, სალონებს, სასტუმროებს, რომლის რიცხვიც იმ პერიოდისათვის ასამდე იყო, ქალაქის ტრანსპორტს - ტრამვაისა და ეტლებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე მუზეუმებს, რომელთა შესახებ დაწვრილებით მოუთხრობს მკითხველს. აღწერილი აქვს აგრეთვე რუსის ჯარი და სამხედრო ადათ-წესები. ირანელ ავტორს არც ჯანდაცვის საქმე გამორჩენია მხედველობიდან და გვიამბობს ექიმებისა და აფთიაქების შესახებ. მას დაუთვალიერებია სასოფლო-სამეურნეო იარაღისა და მანქანების გამოფენა. ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩები მუდმივად იყო განათებული ჩირაღდნები, მრავლად იყო ქარვასლები, ხშირად იმართებოდა სპექტაკლები, რომლებიც ქართულ ენაზე იდგმებოდა.

ხელნაწერ წიგნს თან ახლავს ფოტოები, რაც უფრო მეტად საინტერესოს ხდის მას. მაჯდ-ოს-სალტანე თბილისის სხვადასხვა კუთხის აღწერისას მკითხველს მუშტაიდის ბაღის შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის. იმ პერიოდში ფართო საზოგადოება მუშტაიდის ბაღს აღა მირ ფეთაჰის სახელითაც იცნობდა. ირანის განსვენებული სამხედრო მაღალჩინოსანის აღა მირ იუსუფის შვილს, აღა მირ ფეთაჰს რუსეთ-ირანის ომის დროს თავრიზის რუსებისათვის გადაცემის საქმეში მიუღია მონაწილეობა, დაზავების შემდეგ შერცხვენია თავისი საქციელის, გაჰყოლია რუსებს და დასახლებულა თბილისში, ბაღში, რომელიც ხალხში მისი სახელითაც მოიხსენიებოდა.

საინტერესოა, აგრეთვე, ცნობა მთაწმინდის კალთაზე შეიხ სანანის აკლდამის შესახებ. ჩანს, XIX საუკუნის დამლევს ცოცხალი ყოფილა ისევ ლეგენდა, რომელიც შეიხ სანანის სახელს უკავშირებს მამა დავით გარეჯელს. იგი აღწერს ქრისტიანულ დღესასწაულებს.

მაჯდ-ოს-სალტანეს თავის აღწერილობაში შეუტანია ყველაფერი, რასაც გაუკვირვებია იგი თბილისში. ცხადია, თბილისის განთქმული აბანოებიც აქვს დაწვრილებით აღწერილი და აღნიშნავს, რომ ძთბილისის აბანოებს ვერც ერთი აბანო ვერ შეედრება".

მაჯდ-ოს-სალტანე მოხიბლულა ქართველების გარეგნობით. იგი წერს, რომ კავკასიაში "სხვადასხვა წარმომავლობის ხალხში ყველაზე ღირსშესანიშნავია ქართველობა, რომელიც ლამაზი და სწორნაკვთიანი ტანის მქონე ხალხად არის ცნობილი". ქართველ მანდილოსნებს ჭკვიან და განათლებულ ქალებად მოიხსენიებს..

თბილისში მრავალრიცხოვანი მუსლიმური მოსახლეობის არსებობას ავტორი სეფიანების (XVI-XVIII სს. 20-იან წწ. ირანის მმართველი დინასტია) პოლიტიკას მიაწერს. აქვე აღნიშნავს ირანში მცხოვრები ქართველების შესახებაც, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ხელნაწერი წიგნი ძალზედ საინტერესოა, როგორც სპეციალისტებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

ხათუნა ბაინდურაშვილი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი