RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

კრატოსი ომის ღმერთია

God of War III-ის მსოფლიო რელიზი 16 მარტს შედგება

24 საათი 03.03.10

God of War III-ის მსოფლიო რელიზი 16 მარტს შედგება

ვიდეოთამაშები ჟანრების და ტექნიკური მაჩვენებლების გარდა მომხმარებელთა მიერ მინიჭებული შეფასებებითაც იყოფა. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ცუდი, კარგი და ძალიან კარგი თამაშები, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი განსაზღვრება - შედევრი, რომელსაც ათიდან ერთი თამაში თუ იმსახურებს. სწორედ ასეთთა შორისაა God of War-ის სერიები და ასეთი იქნება მისი მესამე ნაწილიც. God of War III-ის გამოსვლამდე სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი - 16 მარტს მას ამერიკელი გეიმერები მიიღებენ, მეორე დღეს კი ბებერი კონტინენტის მოთამაშეები.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ და მომხმარებლები ნატრულობენ, კრატოსის ახალი თავგადასავალი აუცილებლად იქნება იმაზე უკეთესი, იმაზე სანახაობრივი და თავბრუდამხვევი, რაც წინა ორ ნაწილში ვნახეთ და დავაგემოვნეთ. გეიმპლეისა და სთორის თავი რომ დავანებოთ, ეს იქნება სერიის პირველი თამაში, რომელიც PlayStation 3-სთვის ანუ “ბლუ რეის” ხარისხით გამოდის. ამრიგად, თუ აქამდე God of War III-ის ერთადერთ ნაკლად (თუ ამ შესანიშნავ თამაშს შეიძლება ნაკლი ჰქონდეს) გრაფიკულ ხარისხს მიიჩნევდნენ, ახლა უკვე ესეც გამოსწორდება, რაც თამაშს წლის ან სულაც მომავალი წლების ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს.

კრატოსის ისტორიების ევროპელი მოყვარულები კი განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებენ. ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში Sony Computer Entertainment Europe-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომზადდა სპეციალური გამოცემა სახელწოდებით God of War III Ultimate Trilogy Edition, რომელიც ახალთან ერთად 2005 და 2007 წელს გამოსულ პირველ და მეორე ნაწილებსაც აერთიანებს, თანაც “ბლუ რეის” ფორმატშია გადატანილი და ცხადია მხოლოდ PlayStation 3-ისთვისაა განკუთვნილი. ეს კი ნამდვილად დიდი საჩუქარია, რადგან ძველი ნაწილების განახლებულ ფორმატში თამაშის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სპეციალურ გამოცემას რამდენიმე დამატება, არტბუქი, საუნდტრეკების ნაკრები და თამაშების შექმნის შესახებ გადაღებული ფილმი ექნება დართული. God of War III Ultimate Trilogy Edition-ს სასაჩუქრე სახე აქვს, დისკები კი “პანდორას ყუთის” სახელით ცნობილ პატარა სკივრშია ჩალაგებული (მთლიანი მასალის მოცულობა 40 გიგაბაიტია). ერთი სიტყვით, საჩუქარი კი არა ნამდვილი ნეტარებაა.

თამაშის სუფთა დრო ათ საათზეა გათვლილი, რაც ნამდვილად არ არის ცოტა, თუმცა როდესაც საქმე შედევრს ეხება, დრო არასდროს კმარა. აქვე კი სასიამოვნო სიახლე - როგორც თამაშის შემქმნელი კომპანია Sony Santa Monica-ს წარმომადგენელმა ჯონ ჰაიტმა პრესას განუცხადა, God of War III მხოლოდ ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი იქნება, კრატოსის ისტორია კი აუცილებლად გაგრძელდება. “ეს ფრანჩიზა ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, ამიტომ არ გვაქვს უფლება მისი კეთება შევწყვიტოთ, უბრალოდ სერიოზული მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ არა მხოლოდ ახალი ისტორია შევქმნათ, არამედ ყველა მიმართულებით განვავითაროთ”, - ამბობს ჰაიტი. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის God of War-ის ხუთი ნაწილი არსებობს: სამი სრულყოფილი თამაში, God of War: Betrayal მობილური ტელეფონებისთვის და God of War: Chains of Olympus პორტატული PSP-სთვის.

რაც შეეხება სიუჟეტს: როგორც მეორე ნაწილის ფინალიდან გახსოვთ, კრატოსს მიწის ქალღმერთ გეასა და ტიტანებთან ერთად ოლიმპოს მისადგომებთან დავემშვიდობეთ. ახლა კი წინ ფინალური ბრძოლა გველის ოლიმპოს გასანადგურებლად. როგორც შარშანდელ E3-ზე წარმოდგენილ დემოვერსიაში იყო ნაჩვენები, კრატოსი კლავს ჰელიოსს, შემდეგ კი ოლიმპოს მწვერვალისკენ მიიკვლევს გზას, რისთვისაც იკაროსისთვის წართმეულ ფრთებს იყენებს. დიდებული მეომრის მიზანი ზევსამდე მიღწევა და მისი განადგურებაა.

ახალი თამაშის გეიმპლეი პირველი ორი ნაწილის ანალოგიურია (ეს თამაშს მართლაც სრულყოფილი აქვს, ამიტომ მისი შეცვლის აუცილებლობა არ არსებობდა). დასაწყისში პროტაგონისტს რამდენიმე იარაღი აქვს: ათენას მახვილები, აპოლონის მშვილდ-ისარი და ლომის თავიანი ცეტრუსი. გზადაგზა იგი ახალი სახეობის იარაღებს აგროვებს, წითელი ორბების გამოყენებით კი მათი გაუმჯობესება შეუძლია. ჰელიოსის მოკვლის შემდეგ კრატოსი მის თავს დაეუფლება, რომელსაც დაახლოებით იმავე დანიშნულებით იყენებს, რისთვისაც პირველ ნაწილში მედუზა გორგონას თავს. მისი დახმარებით კრატოსი არა მხოლოდ მტერს აფრთხობს, არამედ ჯურღმულებშიც ინათებს გზას და საიდუმლო გასასვლელებსაც აგნებს. ექსტრემის მოყვარულებს კი ის ამბავიც გაახარებს, რომ ერთდროულად ეკრანზე გამოჩენილი მტრების რაოდენობა ზოგჯერ ორმოცდაათს მიაღწევს (შედარებისთვის - პირველ ორ ნაწილში მათი მაქსიმალური რაოდენობა 15 იყო).

ერთი სიტყვით ახალი გეიმსაოცრება მზადაა, რელიზისთვის ემზადება, გეიმერებს კი ისღა დარჩენიათ საკუთარი კონსოლები ცოტა ხნით დაასვენონ, რათა 16 მარტიდან ოლიმპოს დასაპყრობად მზად იყვნენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი