RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მესაათის თავშესაფარი

ცოტაოდენი ქუჩა მის ცხოვრებაში (და პირიქით).

24 საათი 02.03.10

  •   aa
  •   aa
  •   aa
    PhotograPhs by andreas Meichsner for the new york tiMes

ცოტაოდენი ქუჩა მის ცხოვრებაში (და პირიქით).

ოფენბურგი, გერმანია. ქუჩის მხატვარს შტეფან შტრუმბელს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ამ პატარა ქალაქში გაიზარდა, წლობით აფიქრებდა ისეთი ცნება, როგორიცაა heimat - ეს გერმანული სიტყვა თავისუფალ თარგმანში სამშობლოს, ან კიდევ რეგიონალურ მიკუთვნებულობას და იმას ნიშნავს, თუ როგორ უნდა გადმოსცე ის საკუთარ ხელოვნებაში. ეს არის, მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ხუთი წლის წინ გრაფიტის ხატვას თავი დაანება და გუგულიან საათებზე გადაინაცვლა.

"ჰიტლერის შემდეგ გერმანელებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ თავიანთი ეროვნულობის აღდგენის საშუალება”, - გვითხრა ამასწინათ, თავის საძინებელ ოთახში გახუნებულ ტახტზე ჯდომისას 30 წლის ბ-ნმა შტრუმბელმა. - "მინდოდა კითხვა დამესვა: მაინც რა არის heimat? და რაღაც ახლებური, ირონიული და დინამიური შეფერილობა მიმენიჭებინა მისთვის."

"როცა გრაფიტის ვხატავდი, ეს ტერიტორიის მონიშვნას ჰგავდა," - განაგრძობს იგი. - "მაგრამ, მერე ვიფიქრე, რომ გრაფიტი სუფთა ნიუ-იორკული მოვლენაა; მე კი რაღაც ისეთი რამ მსურდა მეკეთებინა, რასაც კავშირი აქვს ჩემს მშობლიურ ნიადაგთან - კერძოდ, შვარცვალდთან."

სხვა რაღა უნდა ყოფილიყო კიდევ ისე ტიპიურად და კვინტესენციურად გერმანული (ან შვარცვალდური), როგორც გუგულიანი საათი? - გაიფიქრა ბ-ნმა შტრუმბელმა და ადგილობრივ მაღაზიებში გუგულიანი საათების ყიდვას მიჰყო ხელი. შემდეგ კი შესასხურებელი საღებავის "მეშვეობით მათი სტრიტ-არტის" ნიმუშებად გადაკეთება დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ 2006 წელს მას პერსონალური გამოფენა ჰქონდა ადგილობრივ გალერეაში, სადაც ახალ საათებთან ერთად მთელი რიგი სურათი და კედლის მხატვრობის ნიმუში იყო გამოფენილი.

მაგრამ, ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ საათებმა გამოიწვია. ისინი მთლიანად გაიყიდა. ცოტა ხნის შემდეგ იგი საათების დასამზადებლად მეექვსე თაობის გუგულებიანი საათების ფირმას Anton Schneider & Sons მოელაპარაკა.

ბ-ნი შტრუმბელის საათები, რომლებიც ტრადიციულ მოდელებს ეყრდნობა, მაგრამ კურდღლებისა და ირმის რქების ნაცვლად უფრო ხშირად ხელყუმბარებითა და თოფებით არის შემკული, ახლა ფრაიბურგის შპრინგანის გალერეაში იყიდება და თითო ცალის ფასი 1 200-დან 35 000 დოლარამდე აღწევს.

“მათი პოპულარობა შეიძლება იმას მიწეროს, რომ ისინი ახალი გერმანიის სულს გადმოსცემენ”, - ამბობს მიუნჰენის დამოუკიდებელი კურატორი მონ მიულერშონი. - "გერმანიისა, რომელსაც კარგად ახსოვს თავისი წარსული, მაგრამ მზად არის ახალ, ნათელ და მრავაფეროვან გზებს დაადგეს. გერმანიისა, რომელიც კლიშეებს თვალისდახამხამებაში ითავისებს."

მაგრამ, ბ-ნი შტრუმბელის ბინაში, რომელიც თავისი ხაზგასმული ქალაქურობით გაგკვირვებთ, მკვეთრ ჟოლოსფერ და ვარდისფერ კედლებზე საათის ნასახი არ ჩანს. სამაგიეროდ, აქ თანამედროვე ქუჩის მხატვრების ნამუშევართა ვრცელ კოლექციას იხილავთ.

"ფული თუ მაქვს, ხელოვნებაზე ვხარჯავ", - ამბობს შტრუმბელი. - "როცა შინ ვარ, სამუშაოზე ფიქრი არ მსურს."

მისი თავისუფალი სასტუმრო ოთახი შეპარდ ფერლის რეპროდუქციებით არის დეკორირებული; ეს უკანასკნელი გახლავთ დიზაინერი, რომელმაც ობამას პოსტერის - "იმედის" ავტორობით გაითქვა სახელი. აქვეა გერმანელი მხატვრის ჯონათან მიზის ავტოპორტრეტი; აგრეთვე გრაფიტის მხატვრების - ბრიტანელი ბენკსისა და ამერიკელი ქუჩის ხელოვანის სვუნის ნამუშევართა რეპროდუქციები.

ბ-ნი შტრუმბელი ხშირად მოგზაურობს ბერლინში და ჰამბურგში, მაგრამ ამბობს, რომ აქ თავის მხარეში, "შავი ტყის" პირას ამჯობინებს ცხოვრებას: "მიყვარს, ფანჯრიდან რომ გამოვიხედავ და ეკლესიას დავინახავ," - ამბობს იგი. - "მაგარია."

მან ეს 102 კვადრატულმეტრიანი ბინა მე-19 საუკუნის შენობის მესამე სართულზე აღმოაჩინა და ახლა ქირის სახით თვეში 975 დოლარს (700 ევროს) იხდის. ის აქ ხუთი წლის წინ დასახლდა იმ ოჯახის მეშვეობით, რომელმაც მას თავის დროზე თავიანთი ლუდის ქარხნისათვის დიდი კედლის ნახატი შეუკვეთა.

ბინა ცუდ მდგომარეობაში იყო, მოძველებული ნოხებით და მახინჯი ხორცისფერი შპალერით. იმ დროისათვის შტრუმბელის ბიუჯეტი შეზღუდული იყო. ამიტომ ბინა თავისი ხელით განაახლა. როცა მან სასტუმრო ოთახში შპალერი ჩამოფხიკა, უხეშად გამოჩორკნილმა ტექსტურამ მას აღმოსავლეთ ბერლინის შენობების შეულამაზებელი ფასადები მოაგონა. ისე მოეწონა, რომ ხელუხლებლად დატოვა, საწარმოო წებოს ფენა წაუსვა კედელს და შემდეგ იგივე პროცესი სასადილო ოთახის კედლებზე გაიმეორა.

"ჩემი მიზანია ცოტაოდენი ქუჩა შემოვიტანო სახლში," - ამბობს ბ-ნი შტრუმბელი. - "ხოლო ჩემი heimat-ის ნაწილი -პირიქით, ქუჩაში გავიტანო."

ბინაში ორი ყველაზე შთამბეჭდავი ავეჯის ნიმუში მისი ნახელავია: სასადილო მაგიდა, რომელიც მან სახელოსნოდან წამოღებული ხის ნაჭრებისაგან ააწყო (სახელოსნო ახლომახლო მდებარე ქსოვილების ქახანასთან მდებარეობს), და საკურთხეველი, რომელიც შარშან ქუჩაში იპოვა და როგორც თვითონ ამბობს, "ზედ რაღაც თავის ქალები იყო გამოსახული." აგრეთვე მოხატული ქვის ღვთისმშობელი, რომელიც ძველმანების ბაზრობაზე იშოვა.

სასადილო ოთახის ხავერდით მოჭედილი სკამებიც და ვარდისფეზოლიანი ბიდმაიერის ტახტიც ბებიისგან ერგო.

"ბებოსთან ძალიან ახლოს ვიყავი," - ამბობს იგი. - "როცა მე მოზარდი ვიყავი, იგი ჩემი მშობლების სახლში ცხოვრობდა,."

სამზარეულო პატარა ნახატებით, გრაფიტის ნიმუშებით და სტიკერებითაა აჭრელებული.

ბ-ნმა შტრუმბელმა ბიძამისის ნახელავზე მიმითითა. "ამ მხატვარმა თავი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე მოიკლა." და დონალდ დაკთან ერთად გადაღებული მისი ბავშვობის სურათი გვიჩვენა.

“გჯერათ თუ არა, რომ იგი 40 წელზე მეტისაა?” - გვკითხა მან. - "ბავშვობიდან ჩემი შთაგონების წყაროა. ჩვენ იუმორის ერთნაირი გრძნობა გვაქვს."

ჰოლში რომ შევბრუნდით, შტრუმბელმა საკურთხევლის თავზე ჩამოკიდებულ ჭაღს ახედა. "ესეც ბებიამ მისახსოვრა. ეს არის პირველი ნივთი, რომელსაც შინ შემოსვლისას ვხედავ”, -ამბობს იგი. - "დავინახავ თუ არა ამ შუქს, იმწამსვე მიჩნდება გრძნობა, რომ შინ ვარ."

გიზელა უილიამსი

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი