RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

კონკურსი ჟურნალისტებისთვის - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება"

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება".

24 საათი 02.03.10

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, თემაზე - "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება".

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის პრესცენტრი იუწყება.

კონკურსის ორგანიზატორი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრია, გაეროს განვითარების პროგრამის, იუ-ენ-დი-პის ფარგლებში.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 18 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური) გავრცელებულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც უნდა უკავშირდებოდეს შემდეგ თემატიკას: საქართველოს ეთნოსთაშორის და/ან რელიგიათშორის ურთიერთობებს; საქართველოს ეთნოსებისა და/ან მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს; ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს განვითარების პოტენციალს; უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში; საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას; საზოგადოებაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არსებული სტერეოტიპების ანალიზს; შეუწყნარებლობასთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში; სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობათა სხვადასხვა ასპექტებს.

გამოქვეყნებული პუბლიკაცია საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს. სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია. ისინი სპეციალური სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გაზეთის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად სახალხო დამცველის აპარატს უნდა მიაწოდონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული ვარიანტიც მისამართზე: თბილისი, მაჩაბლის 11, სახალხო დამცველის ოფისი, ტოლერანტობის ცენტრი. მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. სტატიების შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ოქტომბერი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი