RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
5 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

თანამდევი სული

"ყველა სიძნელე ჩვენში მხოლოდ ამრავლებს ძალებს".

24 საათი 08.02.10

"ყველა სიძნელე ჩვენში მხოლოდ ამრავლებს ძალებს".

ემილ ვერჰარნი

გურიის აჯანყების ცნობამ ნიკოლოზ პირველის სასახლის კარი მეტისმეტად ააფორიაქა. იმპერატორმა 1842 წელს საგანგებოდ მოავლინა საქართველოში სამხედრო მინისტრი ჩერნიშევი და "სტატსეკრეტარი" პოზენი. მათ დავალებული ჰქონდათ გადაესინჯათ სამოქალაქო-ადმინისტრაციული რეფორმები, რომელიც კავკასიაში 1840 წელს განხორციელდა. ამ პროექტით რუსული კანონები მექანიკურად ინერგებოდა საქართველოში. რუსი ისტორიკოსის ივანენკოს ცნობით, ეს ღონისძიება თვით უმაღლესმა პირებმაც ნაადრევად ცნეს. ამიტომ, სენატისადმი წარდგენილ პოზენის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე პროექტი უკუგდებულ იქნა და საჭირო გახდა სამოქალაქო მმართველობის შეცვლა კავკასიაში.

ქუთაისის ციხეში გამომწევდეულ აჯანყების მონაწილეებს ჯარი დარაჯობდა. ამჯერად ქუთაისში იყო გრიგოლ ორბელიანიც, რომელსაც შეუტყვია თბილისში ჩერნიშევისა და პოზენის ჩამოსვლა. იგი დაღესტნის მთებში მებრძოლ ძმას ზაქარიას წერდა: "ქალაქის ამბავი ეს არის, რომ მინისტრი მიიღეს ხალხმა, ისე როგორც ხელმწიფე. ბანები, ქუჩები სავსე იყო თურმე ხალხითა, ასე რომ, ძლივს ადგილი ჰქონდა მინისტრსა გავლისა. - გაშინჯა ჯარი ხუთი ბატალიონი არტილერიით დიდუბეში და ძალიანაც მადლობა უთხრა. სიმბორსკისა დიდი დიდი მადლიერი დარჩა და ახლა შენ უყურე იმის გაბერვა, ვინღა მორჩება იმის ჩაჩხანსა. (1839წ. ორბელიანი იბრძოდა გენერალ-მაიორ სიმბორსკის ჯარში. ნ.გ.). სწორედ გითხრა, საქართველო დიდი ბედნიერი არის, რომ ხელმწიფემ ინება გამოგზავნა ამ კაცებისა, ესე იგი ჩერნიშევისა და პოზენისა, რომელთაცა გულით ჰსურთ კეთილდღეობა ამ მხარისა, - ღმერთმა ადღეგრძელოს ხელმწიფე და მას უკან ესენი, მთავარმართებელისაც ჯერ დიდი მადლობელია; ნეტავი არ გამოგვიცვალონ ჯერ მაინც".

მინისტრმა ადგილობრივი მოსახლეობის გული იმითაც მოიგო, რომ გურიის აჯანყების მონაწილენი ციხიდან გამოუშვა. ამ ცნობასაც გრიგოლ ორბელიანის დასახელებული წერილიდან ვგებულობთ - "ქუთაისში მინისტრის ბრძანებით გაანთავისუფლეს გურულები, ბუნტისათვის დაჭერილნი, უნდა გენახა ამათი ტირილი და დალოცვა. - მხოლოდ ერთი გააგზავნეს ციმბირში შალიკაშვილი, რომელიც უწინდელს ბუნტებშიც ერია."

ჩერნიშევი სამხედრო ბრძანებებს იძლეოდა, კავკასიის ჯარებს ათვალიერებდა, პოზენი კი სამოქალაქო დაწესებულებებს ამოწმებდა. სხვათა შორის, პოზენს კავკასიის უზენაესი სასამართლოს მუშაობაც შეუმოწმებია, რომელსაც ერქვა “ვêñïåჰèöèÿ ñóჰჭ è ðჭñïðჭâû”. ამ დაწესებულებაში მსახურობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ათეული წლების შემდეგ ბარათაშვილის მეგობარს ლევან მელიქიშვილს იონა მეუნარგიასათვის უამბნია, რომ ბრძანება გამოიცა, ქართველებს უპირატესობა მისცემოდათ სამსახურში. ბარათაშვილს უფროსი ჰყავდა ერთი, ვინმე ილინი. ეს ილინიც ისეთი დიდი აზრისა ბრძანებულა ნიკოლოზის ნიჭზე, რომ სიამაყით უთქვამს - “ბჭðჭòîâ íჭ ìîåì ìåñòå ხóჰåò ñèჰåòü”...

ახლა კი ცოტა წინ გავასწროთ მოვლენებს. პავლე ინგოროყვა წერდა, რომ ბარათაშვილის სიტყვები "პეტრეს ქალაქში გარდაასახლენ"…... ("ბედი ქართლისა") პოეტისავე სატრფოზე აღსრულდაო. 1857 წელს პეტერბურგს იძულებით გაიწვიეს სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე. იმ დროისათვის პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი ილია ჭავჭავაძე, ნათესავი ეკატერინესი, ზაფხულობით დაიარებოდა მის ოჯახში. ილიას გიმნაზიისა და სტუდენტობისდროინდელი მეგობარი კოხტა აფხაზი გადმოგვცემს: ერთხელ "ქალბატონ დადიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები, რამდენადაც მახსოვს ბარათაშვილის საკუთარი ხელნაწერი. ეს ლექსები იყო "ქართლის ბედი" და "მერანი". ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით."

პალატის უფროსი ილინი თავისი სტოლნაჩალნიკისთვის გულმოწყალედ იმეტებდა ჩინოვნიკის პატარა თანამდებობას. არადა "ბედი ქართლისა" და "მერანი", რომლებმაც გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინეს ილიაზე, ილინის ქვეშევრდომს, 25 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილს უკვე დაწერილი ჰქონდა...

კვლავ ზემოთქმულს დავუბრუნდეთ, ჩერნიშევმა და პოზენმა ქვეყანა დამშვიდებულად ჩათვალეს. პატიმრები გამოუშვეს. ამით მათი ოჯახები დაწყნარდნენ. ერთი გადასახლებულის, შალიკაშვილისათვის კი, რომელიც სხვა ბუნტშიც ერია, ვეღარავინ გამოიდებდა თავს. სამოქალაქო დაწესებულებათა შესახებაც თავისი აზრი შეიქმნეს. ჩინოვნიკთაგან ზოგი დააწინაურეს, მავანნი სულაც გაათავისუფლეს. თავის მხრივ მასპინძლები თავს არ ზოგავდნენ მათ პატივსაცემად. "მინისტრი ძალიან მადლიერი დარჩა ჩვენი ხალხისა და საზოგადოებისა, ჰსურს ბედნიერება ამა მხარისათვის, და რა საკურველია, რომ კიდეც მოუვლენს". მთავარმართებელი გოლოვინი 1842 წელს კავკასიიდან გაიწვიეს. მის ნაცვლად დანიშნეს მისი ყოფილი მოადგილე გენერალი ნეიდგარტი. თანამედროვეთა დახასიათებით "კაცი უაღრესად სამართლიანი, მაგრამ იქამდე სასტიკი და პუნქტუალური, რომ არავის არ აჩუქებდა არც ერთი წუთის დროს და ყველა ცახცახებდა მის წინაშე". მცირედი დანაშაულისათვის მათ "გაუპტვახტში" გზავნიდა.

მთავარმართებელი თავისი შვილების აღსაზრდელად გერმანიიდან დაიბარებს ასევე სასტიკ კაცს, თუმცა განათლებულსა და მზრუნველ პედაგოგს ჰაკეს. ჰაკე ნეიდგარტის წასვლის შემდეგაც საქართველოში დარჩება, აქვე განაგრძობს სამსახურს. მისმა თბილისში დარჩენამ ეს კაცი დავიწყებისაგან იხსნა. მისი სახელი არც პედაგოგიური აზროვნების ისტორიიდან შემორჩენილა და არც იმით, რომ მთელი კავკასიის განმგებლის შვილებს ზრდიდა. (ან ის მთავარმართებელი ვიღას ახსოვს). იგი თბილისის ერთ-ერთი სასწავლებლის რეავსკის კერძო პანსიონის სასწავლო ნაწილის გამგე და ფაქტიური ხელმძღვანელი გახდება. ჰაკეს აღსაზრდელთა შორის აღმოჩნდება ღარიბი თავადიშვილი, პატარა ილია ჭავჭავაძე, რომლის წყალობითაც საქართველოში დღესაც ვიხსენებთ ჰაკეს... ილია ჭავჭავაძე ავტობიოგრაფიაში გულთბილად მოიგონებს გერმანელ პედაგოგს. "ჰაკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივ მზრუნველობას იჩენდა შეგირდების მიმართ, იმოდენას ცდილობდა და ყურს უგდებდა მათ ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს კლასში მეცადინეობის შემდეგ იმათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკითა და მართავდა ხელახალ კონცერტებს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოოდ იცოდა". ასე რომ, 1842 წელს ნეიდგარტის საქართველოში ჩამოსვლისა და მის მიერ გერმანელი პედაგოგის გამოძახების ფაქტი ასე თუ ისე შეეხო გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახსაც.

XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსეთის იმპერიაში გავრცელებული იყო საბავშვო თავშესაფრების მოწყობის იდეა. ამ იდეას საქართველოშიც დაუჭირეს მხარი. მთავარმართებელ გოლოვინის მეუღლეს სურდა თბილისში დაეარსებინათ საქველმოქმედო საზოგადოება. ამ საზოგადოების მდივნად დიმიტრი ყიფიანი ყოფილა შერჩეული, მაგრამ გოლოვინის დროს აღნიშნული იდეა ვერ განხორციელდა. ეს საქმე მკვიდრ ნიადაგზე ალექსი ივანეს ძე ნეიდგარტს დაუყენებია. იმავე 1842 წელს კიდევ ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი.

თბილისში გაიხსნა კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც მოთავსებული იყო ამ ბიბლიოთეკის დაარსების ერთი ინიციატორთაგანის დიმიტრი ყიფიანის ბინაში.

ცნობილია "საბიბლიოთეკო ამხანაგობის" სხვა წევრთა სიაც: ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ივანე ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, მიხეილ თუმანიშვილი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, კონსტანტინე დადიანი, ლევან მელიქიშვილი, დავით ჭავჭავაძე და სხვა. სულ "ამხანაგობას" 29 წევრი ჰყოლია. XIX საუკუნის 40-იან წლებში ბიბლიოთეკის დაარსება პირველი განხორციელებული, კეთილად დამთავრებული საქმე იყო კულტურული ცხოვრების ასპარეზზე, თანდათანობით თბილისში სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებიც გაჩნდება.

1843

"არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს"

ნ. ბარათაშვილი

 

იმ პირთა უმრავლესობა, რომელნიც "საბიბლიოთეკო ამხანაგობის" სიაში მოვიხსენიეთ, სამხედრო პირები იყვნენ და 1843 წლისათვის თითქმის ყოველი მათგანი დაღესტნის მთებში იბრძოდა. თბილისი ახალგაზრდობისაგან თითქმის დაიცალა. "ყველანი შამილის დასაჭერად წავიდნენ". მთავარმართებელი ნეიდგარტი შაჰის ელჩს, ევროპულ ენებზე განსწავლულ მირზა სალს ელოდება. ზაფხულია, აგვისტო. მთავარმართებელი დიდი მეჯლისის გადასახდელად ემზადება. წუხს, რომ თბილისის დამამშვენებელი მანდილოსნები ქალაქიდან არიან გაკრეფილნი.

ახალგაზრდა თავადებიდან ქალაქში ვგონებ მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო დარჩენილი. უსახსრობის გამო ვერსად წასულა პოეტი და ზაფხულის ხვატში კანცელარიის დახუთულ ოთახში ზის, მოწყენილობით გულგასენილ კაცს იმედი აქვს ბიძისა, რომელიც უკვევ ავარიის მმართველია. - "მე გვარიანად მინდა შენთან ლაპარაკი და ხომ იცი, რომ საწყინოა ამისთანა ლაპარაკის გაცრუება - წერდა ნიკოლოზ ბარათაშვილი გრიგოლს. - საკვირველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად და, როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოო არა არის რა ამ საწუთროში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე საუკეთესო ხმა მიწვევს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა პატარა ღრე-კლდეს გამომიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა". ამ წერილში ყოველი სიტყვა თავისუფლებამოწყურებული სულის ტკივილითაა გაჯერებული, თუმცა, ერთიც არის. მკვლევარნი ბარათაშვილის ამ წერილის ციტირების დროს არ იწერენ მომდევნო სტრიქონებს, - "ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის, ეცადე, რომა რემენკაფთან დამანიშვნინო". ამ სიტყვებით იმდროინდელი ახალგაზრდობის მიზანია გადმოცემული. მათთვის სამხედრო კარიერაა სანუკვარი ოცნება, რაც მაშინდელი თბილისის ფონზე ბუნებრიციც ჩანს. ქალაქში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, ადამიანის სულს კი მოძრაობა, მრავალფეროვნება სწყურია. უღიმღამობასა და ერთფეროვნებას ისევ ფათერაკიან ცხოვრებას ვამჯობინებთ. ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის კანცელარიის დახუთულ კედლებში მუშაობა აუტანელი ხდებოდა. გენიოსი, ჩინოვნიკის სკამზე მიჯაჭვული ან უნდა გაგიჟდეს, ანდა მოკვდესო, - წერდა მიხეილ ლერმონტოვი. აკი ბარათაშვილის ცხოვრების გზა მოკლე აღმოჩნდა.

მიუხედავად თავადაზნაურობის საერთო განწყობისა, მიუხედავად იმისა, რომ ყვარლელი გრიგოლ ჭავჭავაძე თვითონ იყო სამხედრო პირი, შვილების სამხედრო სამსახურისთვის გამოზრდაზე არ ფიქრობს,

1843 წელს გრიგოლი, როგორც ითქვა, ოთხი შვილის მამაა. ორი ვაჟისა და ორი ქალისა. უფროსი, კონსტანტინე, გონებაგახსნილი და საიმედო ვაჟია. 6 წლის ილია ჯერ მხოლოდ ანბანის სწავლას იწყებს. გრიგოლს და მარიამს სურთ გოგონებსაც მიაღებინონ განათლება, მით უფრო, რომ ცოდნის წყურვილმა XIX საუკუნის 40-იან წლებში ქალებშიც იჩინა თავი. თბილისში არსებობდა ქალთა პანსიონი. 1840 წელს პანსიონი გადაკეთდა "ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტად". ამ ინსტიტუტს 1843 წელს ერთი უცხოელი ეთნოგრაფი სწვევია, რომელიც წერდა: თბილისში არსებობს პანსიონი, სადაც ქართველი ქალიშვილები ფრანგულად მუსაიფობენ და კითხულობენ ბალზაკის რომანებს.

გრიგოლ ჭავჭავაძე ვალს ვალზე იღებს, რათა შვილები უსწავლელნი არ დაურჩეს. ეს ვალები საბოლოოდ დიდ თანხად იქცევა და გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ მის გასტუმრებაზე ზრუნვა ილია ჭავჭავაძეს მოუწევს.

ნოდარ გრიგალაშვილი

გაგრძელება.

დასაწყისი ¹¹20-23

 1841

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. სამართალი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. უცხოეთი >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. ამბები >>

    aa
  14. ამბები >>

    aa
  15. ბიზნესი >>

    aa
  16. ბიზნესი >>

    aa
  17. მუსიკა >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. ამბები >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
  22. კალათბურთი >>

    aa
  23. სპორტი >>

    aa
  24. სპორტი >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. ამბები >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  34. საზოგადოება >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. სპორტი >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. კულინარია >>

    aa
  48. კულინარია >>

    aa
  49. კულინარია >>

    aa
  50. კულინარია >>

    aa
  51. კულინარია >>

    aa
  52. კულინარია >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
  58. წიგნები >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. მეცნიერება >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი