RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ვინ კითხულობს “ვეფხისტყაოსანს"?

ცხრა საუკუნეა, რაც “ვეფხისტყაოსნის" გმირები, იდეები და ღირებლებები მკითხველს აიძულებს ტარიელის, ავთანდილის ან ფრიდონის ენით ნათქვამი სიბრძნე სხვასაც გაუზიაროს.

24 საათი 08.02.10

ცხრა საუკუნეა, რაც “ვეფხისტყაოსნის" გმირები, იდეები და ღირებლებები მკითხველს აიძულებს ტარიელის, ავთანდილის ან ფრიდონის ენით ნათქვამი სიბრძნე სხვასაც გაუზიაროს.

ამ პროცესის გაგრძელებაა პროექტი “ჩვენ და ვეფხისტყაოსანი", რომლის ფარგლებშიც არაერთი გამოცემა მომზადდა. 2010 წლის 6 და 7 თებერვალს კი ორდღიანი აქცია მოეწყო ბათუმში, სადაც შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი" მკითხველს ავთანდილ არაბულმა, ბესიკ ხარანაულმა, გია მურღულიამ, დათო ტურაშვილმა, გიორგი ლობჟანიძემ, ლანა ღოღობერიძემ და სხვებმა ახლებურად წარუდგინეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 6 თებერვალს “თიბისი ბანკის" ბათუმის ფილიალში შპს “სეზანის" მიერ “ვეფხისტყაოსნის" თემაზე მომზადებული წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ხელოვნების განვითარების ფონდის მიერ ექსკლუზიურად “თიბისი ბანკისთვის" მომზადებული მინიატურული გამოცემების გამოფენა მოეწყო. იქვე გაიმართა ბესიკ ხარანაულის ახალი რომანის, “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდის", ასევე, გია მურღულიას მიერ შედგენილი რამდენიმე გამოცემის პრეზენტაცია. 7 თებერვალს კი აჭარის ხელოვნების მუზეუმმა ქეთი მატაბელის პერსონალურ გამოფენასაც, სახელწოდებით “ვეფხისტყაოსნი მოტივები", უმასპინძლა. რაც იმის მანიშნებელია, რომ პროექტი “ჩვენ და ვეფხისტყაოსანი" არ დასრულებულა და მისი პოპულარიზაცია გრძელდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულმა პროექტმა გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში. ამის მაგალითია ლიტერატურული სპექტაკლი, სახელწოდებით “ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს", რომელიც თელავის პირველი საჯარო სკოლის 7ა კლასის მოსწავლეებმა (თამაზ ახალკაციშვილმა, ლია ახვლედიანმა, გიორგი ფარსადანიშვილმა, ვაკო ყუშიტაშვილმა, გიორგი წულუკიძემ, სოფო ჯავახიშვილმა, ლუკა ბახსოლიანმა, მეგი პაპაშვილმა, ელენე თამარაშვილმა, მარიამ სამხარაძემ, ნინო ღაღაშვილმა, ხატია ძამუკაშვილმა, ნათია ჭინჭარაულმა, ანა მურველაშვილმა, მარიამ ოქროცვარიძემ, ირაკლი ჯავახიშვილმა, ეთერ ჯავახიშვილმა, ეკა უფალიშვილმა) 5 თებერვალს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინეს. მათ სპექტაკლამდე საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ თბილისის საბავშვო თეატრში განხორციელებულ წარმოდგენას “მე, ბაბუა, დიდრო და ძაღლი". ამის შემდეგ კი რუსთაველის “მაკდონალდსშიც" ისიამოვნეს.

თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგისგან - ლიანა ლეკიშვილისგან შევიტყვეთ, რომ მისი მოწაფეები ამ დადგმისათვის 4 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. მოსწავლეებმა “ვეფხისტყაოსნიდან" ნაწყვეტები წაიკითხეს და პოემის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს.

აღნიშნული ღონისძიების მიწურულს თელაველებმა სცენა მასპინძლებს დაუთმეს. სცენაზე კონკურსში “ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს" სხვადასხვა წელს გამარჯვებული ბავშვები გამოვიდნენ და უკვდავი პოემიდან ნაწყვეტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს. გამარჯვებულები კი ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელმა, ბ-მა შოთა მაღლაფერიძემ საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

მართალია, ბათუმში ორგანიზებული აქცია სულ 2 დღე გაგრძელდა, მაგრამ ხელოვნების მუზეუმში ექსპონირებული “ვეფხისტყაოსნის" ბეჭდურ გამოცემათა კოლექცია დამთვალიერებელს ორი კვირა უმასპინძლებს.

სალომე გოგინაშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი