RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

გიდონ კრემერი და “კრემერატა ბალტიკა" თბილისში

9-10 თებერვალი - კონსერვატორიის დიდი დარბაზი

24 საათი 05.02.10

9-10 თებერვალი - კონსერვატორიის დიდი დარბაზი

კონსერვატორიის დიდ დარბაზის ორგანიზებით, თბილისს ეწვევა მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი, მევიოლინე გიდონ კრემერი და მის მიერ შექმნილი ორკესტრი “კრემერატა ბალტიკა". კონცერტები გაიმართება 9 და 10 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

გიდონ კრემერის სიყვარული, საქართველოსა და თბილისის მიმართ, საქვეყნოდ არის ცნობილი ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კონცერტის თარიღი 9 თებერვალი საგანგებოდ იქნა შერჩეული; მსოფლიოს პირველ მევიოლინეს, იუნესკოს (2001), გრემის (2002) და სხვა პრესტიჟული პრიზების მფლობელს გიდონ კრემერს სურს, რომ მის მიერ შექმნილი ორკესტრის დაბადების დღე სწორედ თბილისში აღინიშნოს. მსოფლიოში საუკეთესო კამერულ ორკესტრად აღიარებულ “კრემერატა ბალტიკას" 2010 წლის 9 თებერვალს 13 წელი უსრულდება. ამასთან, ეს ორკესტრის პირველი საკონცერტო გასტროლია თბილისში. გიდონ კრემერის მრავალფეროვანი საკონცერტო მოღვაწეობის მიუხედავად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი დარბაზში 9 თებერვალს მისი პირველი გამოსვლა იქნება. გიდონ კრემერს პარტნიორობას გაუწევს მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

კონცერტების ორგანიზატორი და მასპინძელია თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (დიდ დარბაზი). კონცერტები ტარდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

1997 წელს ავსტრიის ლენჰაუს ლეგენდარული კამერული მუსიკის ფესტივალი პატარა რევოლუციის მომსწრე გახდა. საქვეყნოდ აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი ფესტივალზე ახალი ორკესტრით წარსდგა. “საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე ჩემს 50 წლის იუბილეზე" - თქვა მაესტრომ; ეს იყო საუკეთესო საშუალება საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და სიბრძნე გადაეცა ახალგაზრდა კოლეგებისათვის მთელი ბალტიისპირეთიდან. იმ დღიდან მოყოლებული კრემერი და ორკესტრი განუყოფელ მთლიანობად იქცნენ.

“კრემერატა ბალტიკა" 27 მუსიკოსს აერთიანებს ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოდან. დაარსების დღიდან ორკესტრი არსებობს ლატვიის, ლიტვის, და ესტონეთის მთავრობების პატრონატით.

“კრემერატა ბალტიკას" საერთაშორისო აღიარება მოუტანა მისმა უბადლო, დახვეწილმა შესრულების მანერამ და მსოფლიოში აღიარებულ ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობამ, როგორებიც არიან: სოპრანო ჯესი ნორმანი; პიანისტები მიხაილ პლეტნიოვი, ევგენი კისინი და ოლეგ მაიზენბერგი; მევიოლინეები ტომას ზეჰეტმარი და ვადიმ რეპინი; ჩელისტები ბორის პერგამენშიკოვი და იო იო მა; დირიჟორები ქრისტოფ ეშენბახი, კენტ ნაგანო, ჰაინც ჰოლიგერი, ვლადიმირ აშკენაზი. თითოეულ მათგანს დიდი წვლილი აქვს შეტანილი კამერული ანსამბლის ფორმირებაში.

ორკესტრს რეპერტუარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ასრულებენ ყველა ეპოქის მუსიკას; მათ შორის თანამედროვე მუსიკასაც. არა ერთი ნაწარმოები იწერება საგანგებოდ მათთვის: გ.ყანჩელი, ვასკსი, დესიატნიკოვი, რასტაკოვი და სხვ.

1997 წლიდან მოყოლებული კრემერატა ბალტიკას სახელი კარგად არის ცნობილი მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისთვის; საგასტროლო ტურნეებით მოიარეს ხუთივე კონტინენტი, გამოდიან ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ლონდონი, ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო, სიდნეი, ბერლინი, რომი და სხვ. თანამშრომლობენ პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებთან (ბადენ-ბადენი, ზალცბურგი), ხმის ჩამწერ სტუდიებთან და BBC promo-თან. 2006 წელს მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის ორკესტრმა მიიღო უმაღლესი მუსიკალური ჯილდო გრემი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი