RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ახალი გრემი ანუ დაუმთავრებელი მარაზმიკრატია

ყოველ წელს ერთი და იგივეს ვუმტკიცებ საკუთარ თავს, რომ არასდროს, არასდროს აღარ ვუყურებ ამერიკის მუსიკალურ "ოსკარს", სახელწოდებით "გრემი" და ყოველ წელს მაინც სული წამძლევს ხოლმე.

24 საათი 04.02.10

ყოველ წელს ერთი და იგივეს ვუმტკიცებ საკუთარ თავს, რომ არასდროს, არასდროს აღარ ვუყურებ ამერიკის მუსიკალურ "ოსკარს", სახელწოდებით "გრემი" და ყოველ წელს მაინც სული წამძლევს ხოლმე.

ყოველ წელს მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაცას შეცვლიან, რომ თუნდაც გზას გაუკვალავენ ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერ "ამერიკელებს" თუ "ბრიტანელებს" და ყოველ წელს, ერთი და იგივე მეორდება, კოვზი ნაცარშია, მე კი ჩემს საწოლში - ღამე გათენებული და კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული.

რა არის "გრემი" და რატომ არ უნდა ჰქონდეს კაცს მისი იმედი. პირველ რიგში "გრემი" ის საზოგადოებაა ბითლზის abbey road- ს 30 წლის დაგვიანებით რომ "მოუსმენს" და საუკუნის ალბომად გამოაცხადებს, ეს ზუსტად ის საზოგადოებაა, რომელთათვისაც ჯგუფი led zeppelin საერთოდაც არ არსებობს (სხვები რომ აღარ დავასახელო). დიახ, ეს ის ხალხია, რომელთათვისაც მთელი პანკ-რევოლუცია სადღაც სხვა პლანეტაზე მოხდა (ალბათ პანდორაზე) და ის ხალხია, ვისთვისაც წელსაც გაუგებარია თუ რა ხდება საერთოდ და ვინ-ვინ არის ბოლოს და ბოლოს. ამრიგად მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, ვინც დღეს "გრემის" პრიზიორია, ხვალ არავინ იქნება, ხოლო ვისაც დღეს ბედი არ წყალობს, ასე ოცი წელიწადი მოუწევთ მოცდა, რათა იგემოს ის ნეტარი წამები, როცა ეტყვიან, რომ შეცდენ და როგორც იქნა ჯილდომ იპოვა თავისი გმირი. რა თქმა უნდა, თუ პრიზიორი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, თუმცა არც ეს ქმნის დიდ პრობლემას, ტყუილად გამოიგონეს ლუმიერებმა "თეთრი ეკრანი" - მუსიკა დარბაზში, გმირი ეკრანზე, პრიზი შვილთაშვილებს, ყველა ბედნიერია, საქმე ჩაკვარახჭინებული.

ამბავი მეორე, სადაც ირკვევა რომ შენს ხმას და სმენას, დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. დიახ, რა შუაშია ხმა და ნორმალური ალბომი, თუ მხრებს უკან დიდი კომპანიის ლეიბლი მოსჩანს. პასუხი -არანაირი. ხოლო ყველა იმ ნაგავს თუ ერთი თავით მაინც ჯობიხარ, ვინც ამ ლეიბლების ქვეშ დადის, მაშინ ჩათვალე ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილხართ, და სამიდან ექვსი გრამაფონით ხელდამშვენებული, დაბრუნებულხართ სახლში.

ამბავი მესამე, უბრალოდ სელინ დიონი და აშერი დუეტში მაიკლ ჯეკსონს ასრულებენ ... უკომენტაროდ.

შეიძლება "გრემი" "ანდერგრაუნდში" ( თუ კი არსებობს საერთოდ ასეთი გაგება) არ უნდა ჩაძვრეს და მხოლოდ პოპულარულ, ასე ვთქვათ მომხმარებელზე გათვლილი მუსიკით უნდა დაკავდეს, მაშინ, ყოვლის და ყველაფრის პრეტენზია ნუღარ ექნებათ და ნუღარ იტყვიან, მთელი მსოფლიო მოვიარეთ და საუკეთესო მაინც taylor swift - იაო

ძალიან ბევრი პლუსი beyonce და მის ბოლო ნამუშევარს, თუმცა ამდენი პრიზით მისი ამოტენაც რაღაც უაზრობას ჰგავს, რადგანაც მომღერალი ცუდი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ მეეჭვება ლეგენდად ქცევას იმსახურებდეს. ასევე ერთი ორი სიტყვა "როკ-არენაზე" და ასე ვთქვათ გრემის "ალტერნატიულ ფრთაზე", საუკეთესო ალბომი green day -21st century breakdown (კარგით დავიღალეთ) და ნომინაციაში არც კი ხვდება them crookes vultures, თუმცა იმაზეც მადლობელი რომ გახსოვთ yeah yeah yeahs. აქიდან გამომდინარე შთაბეჭდილება მრჩება U2-ც მხოლოდ იმიტომ წარადგინეს, ლეგენდა ჯგუფია და ახალი ალბომი როგორ არ დავუფასოთო, რომელიც სიტყვაზე უნდა ითქვას ნამდვილად კარგი გამოდგა.

კითხვა ? 2009-ში pj harvey - იმ მხოლოდ "ჩემთვის" იმღერა, the xx -სი არც გამოჩეკილან, თუ arctic monkeys დუმდა. ბოლოს და ბოლოს pet shop boys მაინც გაეხსენებინათ, ახალი შესაშურად კარგი ალბომით, ეგენიც ხომ ძველი გვარდიაა, მაგრამ ეს როგორ ვიკადრე როცა ლედი გაგა არსებობს, ზე-პიკი "გრემის" ინდუსტრიული მანქანის.

სიმართლისთვის უნდა ვაღიაროთ, ხანდახან მათაც აწუხებთ სინდისი, რისი მთავარი დასტურიც 2009 წელი გამოდგა, საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში in rainbows არ დაენახათ მართლაც საუკუნის შეცდომა იქნებოდა.

არა, ბატონებო რაღაც ისევ დარღვეულია და არასწორად მიდის, სადღაც ცომი კვლავ არასწორად იზილება და მერე ათასგავრ "ბუფეტებში" მწვანე დოლარებად იყიდება. თანაც იყიდება ტონობით, რადგანაც ჩანს ხალხს მადაც დაკრგული აქვს და გემოც როგორც ასეთი საერთოდაც აღარ ანაღვლებთ, თუმცა რაზე უნდა ვილაპარაკო როცა "ავატარი" ალბათ წლის ფილმი გახდება, ხოლო წლის რეჟისორი ისევ კემერონი ...

რჩევა ნომერ პირველი - არასდროს არ იყიდოთ "გრემის" გამარჯვებული ალბომი, სანამ სამ სიმღერაში მაინც არ იქნებით დარწმუნებული, უმეტეს წილად წლის ალბომის არჩევისას, პირველ რიგში მთავარი სინგლია გათვალისწინებული და არა მთლიანად შეკრული ნამუშევარი. რჩევა მეორე - არასდროს არ მოტყუვდეთ, თუ მაგალითად ვინმე ასაკოვან მუსიკოსს აძლევენ ჯილდოს, რაიმე ახალი ნამუშევრისთვის, უმეტეს წილად ძველ დატოვებულ კვალს უფასებენ. თუნდაც სანტანა რომ გავიხსენოთ, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ალბომით supernatural (სხვათაშორის abraxas არასდროსაც არაფერი მიუღია). რჩევა ნომერი მესამე - არასდროს არ დაუკვირდეთ მუსიკოსს მიღებული აქვს თუ არა "გრემი", დღეს ეს უფრო პლუსია ვიდრე მინუსი.

და კიდევ ერთი რჩევა, შეეცადეთ არასდროს არ უყუროთ "გრემს", თუმცა ვიცი მაინც ჩემნაირად მოიქცევით, "ავატარზეც" აუცილებლად წახვალთ, თუმცა მანდ ვიზუალური სიამოვნებით დამუხტული მაინც დარჩებით, აქ კი უბრალოდ მიხვდებით, 2000-2010 ახალი კურტი არ დაბადებულა, ხოლო ასე თუ გაგრძელდა არც 2020 - მდე უნდა ჩანდეს რაიმე საშველი ...

P.S. ამ ბოლო ხანს ხარისხიანი მუსიკა სულ უფრო ნაკლებად აღწევს რადიო სადგურში, რაც ბადებს პატარა იმედს, რომ დიდი ლეიბლებიც ყურებს გამოიპერტყავენ და ისეთი ხალხის "პრომოუშენზე" იზრუნებენ, რომლებიც შესაძლოა დიდ ფულს ვერასდროს, მაგრამ დიდ "მადლობას" ყოველთვის მოუტანენ. ისტორიის მიერ დაფასებაც ხომ ნიშნავს რაღაცას, მადლიერი თაობა თავის გმირებს ხომ არასდროს ივიწყებს ...

გიორგი წითური

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი