RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

დაჯილდოების ციებცხელებაში "მისტერ ფოქსი "პიქსარს" ეპარება

ლოს ანჟელესი. რომელ საუკეთესო ანიმაციურ ფილმს უნდა მიენიჭოს აკადემიის ჯილდო? პასუხი ჩვეულებრივ, ადვილია: არჩევანი პიქსარის ფილმებზე უნდა შეჩერდეს.

24 საათი 02.02.10

რეჟისორი ვეს ანდერსონი ფილმით
რეჟისორი ვეს ანდერსონი ფილმით "ფანტასტიური მისტერ ფოქსი", რომელიც "სტოპ-მოუშნის" ანიმაციური ტექ

ლოს ანჟელესი. რომელ საუკეთესო ანიმაციურ ფილმს უნდა მიენიჭოს აკადემიის ჯილდო? პასუხი ჩვეულებრივ, ადვილია: არჩევანი პიქსარის ფილმებზე უნდა შეჩერდეს.

მოულოდნელად, წელს ანიმაციის სფერო გამალებული კონკურენციის ასპარეზად იქცა. მიზეზი გახლავთ როალდ დალის რომანის ვეს ანდერსონისეული საკმაოდ უცნაური ვერსია - "ფანტასტიური მისტერ ფოქსი." სურათი კინოსტუდია 20th Century Fox -ის პროდუქცია გახლავთ. პროდიუსერია სკოტ რუდინი. ფილმი ყურადღებას პირველ რიგში ჯილდოების საოცარი რაოდენობით იპყრობს. ფიქსარის კომპიუტერული მულტფილმის "ქოხი ზეცაში" გაგრძელება ("ზემოთ"), ჯერ კიდევ შარშან, მაისში გაბატონდა ეკრანზე და ანიმაციის დარგში ოსკარზე წარსადგენ ნომინანტად აშკარად გამოიკვეთა. შემდეგ, "ფოქსი" პიქსარის საქათმეში "შეიპარა".

"მისტერ ფოქსი" რომელშიც ჯორჯ კლუნისა და მერილ სტრიპის ვოკალური ტალანტები წარმოჩინდა, ერთი მეოჯახე, წესრიგის მოყვარული კაცის ისტორიაა, რომელიც ქათმისა და სიდრის ქურდებს ვერ უმკლავდება. იგი აშშ-ში დიდ ეკრანებზე 25 ნოემბერს გამოვიდა. ფილმი 40 მილიონი დაჯდა; შემოსავალმა კი, 20 მილიონს ვერ გადააჭარბა, რამაც მისი ოსკარზე წარდგენა ეჭვქვეშ დააყენა. მაგრამ, ფილმი "ზემოთ" (Up,) რომელიც 175 მილიონი დოლარი დაჯდა, ჩრდილოეთ ამერიკაში 293 მილიონი შემოსავალი მოიტანა და საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის 17 იანვარს ოქროს გლობუსითაც დაჯილდოვდა, "ფოქსს" ორი მნიშვნელოვანი ჯილდოთი ჩამორჩა.

დეკემბრის შუა რიცხვებში ორივე ორგანიზაციამ New York Film Critics Circle-მა და Los Angeles Film Critics Association -მა "ფანტასტიური მისტერ ფოქსი" ერთხმად დაასახელა 2009 წლის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად. ეს აზრი კრიტიკოსთა სხვა ჯგუფებმაც გაიზიარეს.

"არავინ ელოდა ამას," - ამბობს ანიმაციურ თემაზე დაწერილი 12 წიგნის ავტორი და ბლოგ blog Cartoon Brew.com-ის ოპერატორი ჯერი ბექი. "ზოგიერთს ‘"ფოქსის" ანიმაცია ცოტა უხეში ეჩვენება, მაგრამ ფილმი უდაოდ ხელოვნების ნიმუშია -მასში ზედმიწევნით არის ჩამოყალიბებული საკმაოდ მკაფიო თვალსაზრისი."

ბევრი კრიტიკოსი იმან გააოცა, რომ ბ-ნს ანდერსონს, რომლის სხვა ფილმებია "ტენენბაუმების ოჯახი" და (2001) და "რაშმორი" (1998) წარმატება ასეთ, მისთვის სრულიად ახალ ჟანრში ერგო. "ფანტასტიური მისტერ ფოქსი" ე.წ. სტოპ-მოუშნის ტექნიკით არის შესრულებული, რაც მეტად რთული პროცესია და ხელნაკეთი მოდელების გამოყენებასაც კი ითხოვს.

"როგორც ჩანს, ვესმა მიაგნო თავის სრულყოფილ სტილს, რომლის მეშვეობითაც იგი ბოლომდე იტყვის თავის სათქმელს - ანუ იმას, რითიც არის შეპყრობილი," - ამბობს ჟურნალ LA Weekly-ის ყოფილი კინოკრიტიკოსი, ამჟამად ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის კინოსაზოგადოების ასოცირებული პროგრამისტი სკოტ ფუნდასი. "ფანტასტიური მისტერ ფოქსის" პროდიუსერები კმაყოფილებას ვერ მალავენ, რომ პოდიუმზე ანიმაციის დარგში განსხვავებული ჟანრის ფილმისთვისაც გამოინახა ადგილი. "ფილმი "ზემოთ" ე.წ. კომპიუტერული გენერაციის მეთოდით არის შესრულებული, ერთგვარი გაადვილებული, ზედაპირული ტექნიკით, მაგრამ ნომინანტთა შორის არის სურათი "პრინცესა და ბაყაყი" (Walt Disney Pictures) რომელიც ხელით არის ნახატი და ტექნიკური თვალსაზრისით ჟანრის დასაბამს მიუბრუნდა. სურათი ("ზემოთ") თავისთავად ბრწყინვალეა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც ის იყო, რაც ყველამ დავინახეთ: ანიმაცია მხოლოდ კომპიუტერული გრაფიკა არ არის," - ამბობს ბ-ნი რუდინი. "ანდერსონის ფილმის ყურებისას გრძნობ, თითქოს თოჯინების ხელთქმნილ, მშვენიერ საუფლოში ამოყავი თავი, იმ დათქმით, რომ თოჯინები თვით ჯორჯ კლუნი და მერილ სტრიპი ბრძანდებიან." ოსკარის ციებ-ცხლება რა თქმა უნდა, ამ ტემპებს უფრო აჩქარებს. ნომინაციები 2 თებერვალს გამოცხადდება, დაჯილდოების ცერემონიალი კი, 7 მარტს შედგება. მას შემდეგ, რაც 2001 წელს ანიმაციის კატეგორია შეიქმნა, ზედიზედ ხუთი ნომინანტი მხოლოდ მეორედ წარსდგება ამ ცერემონიალზე. წინა წლებში მხოლოდ სამი ნომინანტი იყო სახეზე. წესის მიხედვით, მინიმუმ 16 ფილმი უნდა იქნას წარდგენილი, რომ ხუთი ადგილის გარანტია იყოს. "ფილმი "ზემოთ" (რეჟისორი პიტერ დოქტერი) საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის “ოსკარის” პრეტენდენტთა შორის ლიდერობს, ეს ჯილდო "პისქარმა" ოთხჯერ მიიღო. ფილმს უმაღლესი ჯილდოები უკვე 14 ორგანიზაციამ გადასცა; მათ შორის არის National Board of Review.

ბევრი ექსპერტი აფასებს ამ ფილმს უძლიერეს კანდიდატად საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე; განსაკუთრებით, როცა ეს ასპარეზი 10 ნომინანტით შეივსო. ამ კატეგორიაში ჯერ არც ერთ მულტფილმს არ გაუმარჯვია, მხოლოდ ერთადერთხელ, "მზეთუნახავი და მხეცი" იყო წარდგენილი.

"უოლტ დისნეი სტუდიოს" ხელმძღვანელმა რიჩ როსმა, რომელიც "პიქსარს" ფლობს, ასეთი რამ განაცხადა: "ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ "ზემოთ" წლის საუკეთესო ფილმად იქცა, მსოფლიო მაყურებელი ერთხმად მოხიბლა და ამბის თხრობის მიმზიდველობის, ანიმაციისა და ტექნიკური მიღწევების კომბინირების გზით, ხელოვნების ეს დარგი კიდევ უფრო გააკეთილშობილა." ანიმაციური ფილმების კატეგორიაში პრეტენდენტთა შორის არის აგრეთვე იაპონური ანიმეს ოსტატის, ჰაიო მიაძაკის უცნაური, მაგრამ მომაჯადოებელი სურათი "პონიო", და Walt Disney Pictures -ის ხელით ნახატი "პრინცესა და ბაყაყი". კონკურსის სხვა გამორჩეული მონაწილეები არიან "კორალაინი" (სტუდია Universal) და "ღრუბლიანობა, ხორცის ბურთულების მოსალოდნელი წვიმით". (სტუდია “სონი”)

აკადემიას არაერთხელ შეუფასებია ხელოვნების პრეტენზიული ნიმუშები, ეს ფილმი კი თავისი აუტსაიდერობით მგონი უფრო მოიგებს," - ამბობს ბ-ნი ფუნდასი.

ბრუკს ბარნსი

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი