RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

მომღერალი-მსახიობი მამის აჩრდილს გაურბის

ფრანგმა კინოვარსკვლავმა აღმოაჩინა, რომ მისი ხმა ჩურჩულს სცდება.

24 საათი 02.02.10

ფრანგმა კინოვარსკვლავმა აღმოაჩინა, რომ მისი ხმა ჩურჩულს სცდება.

შარლოტა გინზბურგისთვის სიმღერისას დამახასიათებელია ერთგვარი შრიალა, ჩურჩულამდე მისული ხმა. იგი მას მემკვიდრეობით ერგო. მსგავსი "მძინარა", ჩურჩულნარევი ვოკალი პირველად სცენიდან მისმა მამამ, დიდმა ფრანგმა პოპვარსკვლავმა და სიახლეების პროვოკატორმა სერჟ გინზბურგმა ააჟღერა, სრულყოფა კი, ქ-ნ გინზბურგის დედასთან, ცნობილ ინგლისელ მსახიობთან და ვოკალისტთან, ჯეინ ბირკინთან თანამშრომლობისას ჰპოვა.

ქ-ნი გინზბურგს როგორც კინომსახიობს დიდი და წარმატებული კარიერა ჰქონდა, მან ათობით ფილმში ითამაშა, მათ შორის მიშელ გონდრის "ძილის ეცნიერებაში" და ლარს ფონ ტრიერის საკამათო "ანტიქრისტეში," რომლისთვისაც მსახიობმა 2009 წლის კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო.

მაგრამ, როგორ მომღერალს, მამის აჩრდილი უფრო თრგუნავს. მამის გონებამახვილური, ოდნავ უხამსი, გამომგონებლობით გამორჩეული გამოსვლები მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული პოპის ყველაზე აღსანიშნავი მოვლენაა. ისეთი ჰიტები, როგორიცაა გინზბურგ-ბირკინის მიერ 1969 წელს შესრულებული Je T’aime … Moi Non Plus, ფრანგული სექსუალობითა და შარმით ისევე გიპყრობთ, როგორც ბობ მარლის სიმღერები ეხმაურება იამაიკურ სულს, ბობ დილანი კი, ამერიკულ ტრადიციულ “ქანთრის” ერთგვარი დაწმენდილი სახით გვთავაზობს.

თავდაპირველად, გინსბურგ-ქალიშვილის მუსიკალური კარიერა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული გინზბურგ-მამასთან, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა. შარლოტას დებიუტი 1985 წელს, 13 წლის ასაკში შედგა. ეს იყო მამასთან ერთად დუეტში ნამღერი "ლიმონის ინცესტი." 2006 წლის პირველ ალბომში “5:55,” ოცწლიანი პაუზის შემდეგ მის ხმას ამ მემკვიდრეობის ისეთი ტვირთი აწვა, რომ იგი თითქოს ჩაკარგული და წაშლილიც კი იყო პოპ არანჟირების ფონზე, რომლებიც მამამისის ჩანაწერების ექოდ ჟღერდა.

"მამაჩემი რომ გენიოსი კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ნიჭიერი ვარ." - გვითხრა 38 წლის ქ-ნმა გინზბურგმა სატელეფონო საუბრისას, თავისი პარიზული ბინიდან. - "არ მჯერა ამისი. მე ჩემი გზა მაქვს გასავლელი. მაგრამ, ამ შედარებებს ბოლო არ უჩანს და ეს მთრგუნავს."

მის ახალ ალბომში “IRM” (პროდიუსერი და კომპოზიტორია ბეკი) ჯერ კიდევ ჟღერს ეს "პატენტირებული" ყრუ ხმა. მაგრამ, ფოლკ-როკ-ბალადებისკენ, საცეკვაო პანკისა და ბლუზისკენ გადახვევებსაც აქვს ადგილი. ბეკს საშუალება მიეცა მის ხმაში ეტაპობრივი გარდატეხები მოეხდინა. შედეგად მივიღეთ ძალიან ეკლეკტური პოპი და ერთგვარი "პირველი მეჯლისის" განწყობა. გინზბურგმა- მომღერალმა პირველად გამოავლინა გინზბურგ-მსახიობის ქარიზმა.

ალბომს პირველი ადგილი არცთუ ბედნიერი შემთხვევის გამო ასცდა. 2007 წლის ზაფხულში გინზბურგი წყლის თხილამურებიდან ჩამოვარდა. ექვსი თვის შემდეგ მან პარიზში ექიმს ქრონიკული თავის ტკივილებით მიმართა. სკანირების შედეგად გაირკვა, რომ მას ტვინში სისხლის ჩაქცევა გადაეტანა და სასწაულებრივად გადარჩენილიყო.

სასწრაფოდ გაკეთდა წარმატებული ოპერაცია და როცა შარლოტამ 2008 წლის ალბომზე ფიქრი დაიწყო, იგი ორ მიზანს ისახავდა: თავის ჯანმრთელობის პრობლემაზე ემღერა და ემუშავა ბეკთან, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე შეხვდა.

"აღტაცებული ვიყავი მისით," - ამბობს იგი.

იმ გაზაფხულს მან ბეკს ოჯახში, ლოს ანჟელესში მიაკითხა, სადაც ამ წყვილმა რამდენიმე სიმღერაზე დაიწყო მუშაობა. მათი მუშაობის ერთ-ერთი პირველი ნაყოფი გახლდათ "ოსტატის ხელები." სიმღერა მთლიანად ბეკს ეკუთვნის, ტექსტში შარლოტას ავადმყოფობის ავბედითი გამოძახილი ჟღერს. სწორედ აქ გამოიკვეთა ტანდემის სავარაუდო ნაყოფიერი მომავალი.

"ბეკიუსიტყვოდ ხვდებოდა,რას ვფიქრობდი და რას ვგძნობდი," - ამბობს შარლოტა.

ბეკმა თავიდანვე დაისახა მიზნად სერჟ გინზბურგისაგან თავი შორს დაეჭირათ. "ვიცოდი, რომ პირდაპირ სტილიზაციას უსათუოდ უნდა მოვრიდებოდით, უთავრესი კი ის იყო, რომ უნდა დავხმარებოდი ხმის საკუთარი ჟღერადობისთვის მიეგნო," - აღნიშნავს ბეკი ერთ-ერთ ელექტრონულ მესიჯში. "თუმცა, მას ყოველთვის მოუწევს ბალანსის შენარჩუნება მემკვიდრობითობასა (მას პატივი უნდა მიეგოს) და საკუთარ მე-ს შორის, რათა მკაფიო განსხვავების წარმოჩენა შეძლოს."

ქ-ნი გინზბურგი შეჩვეულია თანამშრომლობას, როგორც მუსიკაში ისე კინოში. მისი ფორმირება 1986 წლის ალბომით (Charlotte for Ever,) დაიწყო (მამამისის პროდიუსერობითა და კომპოზიციებით), ალბომ “5:55” -ში შემავალი სიმღერები კი დიდწილად "პალპის" ყოფილ ლიდერს, ინგლისელ მოღერალ ჯარვის კოკერს ეკუთვნის.

შარლოტა ბავშვობაში ფორტეპიანოს ეუფლებოდა, მაგრამ თავის მუსიკალურ ნიჭს ჯიუტად არ ცნობს.

"მუსიკა თან მიზიდავს და თან მაშინებს”, - ამბობს იგი, - "ამ ასპარეზზე დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობა არასოდეს მიცდია."

თუმცა, IRM-ის მოსმენისას ვგრძნობთ, რომ საქმე ზედმეტ მოკრძალებასთან გვაქვს. ვინც გინზბურგ-ბეკის ხალისიან დუეტს მოისმენს, (Heaven Can Wait), თვალნათლივ იხილავს ორ საკმაოდ შთამბეჭდავი მუსიკოსის ერთობას და საკმაოდ შეხმატკბილებულ ვოკალურ წყვილს.

ამ ეტაპზე ქ-ნი გინზბურგი მზად არის ეს ნიუანსები მსმენელამდე ცოცხლად მიიტანოს. ახლახან მისი პირველი ამერიკული ტური დაიწყო. მას ახლავს ბენდი ბეკის ხელმძღვანელობით.

თუმცა, იგი არ მალავს, რომ სცენის შიში აქვს. "უნდა გამოვნახო გზა ამ შფოთვის დასაძლევად," - ამბობს იგი. "დარწმუნებული ვარ, ვიპოვი გამოსავალს, რადგან ეს გამოცდილება ძალიან მჭირდება."

ჯოდი როუზენი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი