RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ლიტერატურული კონკურსი "საბა" - 2010 დაიწყო

გამომცემლობების და ავტორების საყურადღებოდ

24 საათი 01.02.10

გამომცემლობების და ავტორების საყურადღებოდ

თიბისი ბანკმა ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის "საბას" დაწყება გამოაცხადა. "საბას" რიგით მე-8 დაჯილდოება 2010 წლის ივნისში გაიმართება და მასზე მოხდება გასული, 2009 წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების დასახელება. პრემიის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც "თიბისი ბანკის" სათაო ოფისშია განთავსებული, მუშაობას დღეიდან შეუდგა.

შესაბამისად, 14 იანვრიდან დაიწყო და 10 თებერვლამდე გაგრძელდება საკონკურსო წიგნების წარმოდგენის პროცესი - პრემია "საბაზე" წიგნების წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ წიგნის ავტორებს.

ამჯერად პრემია "საბა"-ზე განიხილება 2009 წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), ასევე უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი და ლიტერატურული კრიტიკის ნიმუშები..

ტრადიციულად, პრემია "საბა" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

1. წლის საუკეთესო რომანი

2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული

3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული

4. წლის საუკეთესო თარგმანი

5. წლის საუკეთესო პიესა

6. წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა

7. წლის საუკეთესო დებიუტი

 

ყველა ამ ნომინაციის მიხედვით საუკეთესო წიგნს და ავტორს გამოავლენს 5-კაციანი კომპეტენტური ჟიური, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურია დაჯილდოების ცერემონიალამდე.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი შეადგენს 36 ათას ლარს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

იმ გამომცემლობებმა და ავტორებმა, რომლებმაც 2009 წლის განმავლობაში გამოსცეს წიგნები ზემოთჩამოთვლილი ნომინაცების შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებს 10 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია: წიგნის სახელწოდება, ავტორი, გამომცემლობა, ნომინაციის დასახელება.

აღნიშნული ინფორმაცის მიწოდება შესაძლებელია ერთ-ერთზე, შემდეგი საკონტაქტო რეკვიზიტებიდან:

ფაქსი: 772 774

ელ-ფოსტა: pr@tbcbank.com.ge

მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 16, მე-7 სართული, "თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი