RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ყველაფერი ლონდონურ სანაგვეზე, მხოლოდ ხელოვნების სახელით

ბრიტანელმა მხატვარმა, მაიკლ ლენდმა, სახელი იმით გაითქვა, რომ ხელოვნების სახელით ყველა თავისი პირადი ნივთი გაანადგურა.

24 საათი 01.02.10

ბრიტანელმა მხატვარმა, მაიკლ ლენდმა, სახელი იმით გაითქვა, რომ ხელოვნების სახელით ყველა თავისი პირადი ნივთი გაანადგურა.

ამჯერად მან მხატვრული “ნარჩენებისთვის” ლონდონის ერთ-ერთი გალერეა გაიმეტა და ის გიგანტურ სანაგვის ყუთად აქცია.

რამდენიმე კვირის განმავლობაში “მხატვრულ ნაგავსაყრელში”, რომელიც “სამხრეთ ლონდონის გალერეაში” გაიხსნა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების ნამუშევრები მოიყრის თავს. ამ დროისათვის მათ რიგებში ტრენსი ემინისა და დემიენ ჰერსტის ნამუშევრები მოხვდა.

ლენდი იმედოვნებს, რომ “ნაგვის ყუთი” თანდათან გაივსება და საბოლოოდ “შემოქმედებითი მარცხის ძეგლად” გადაიქცევა. მხატვარმა უყურადღებოდ არ დატოვა პუბლიკა, რომელსაც “ნაგვის ყუთის” საკუთარი ნამუშევრებით შევსების საშუალება მისცა. ასე რომ, ქუჩაში გამვლელთა ნახატები იქ ცნობილი ოსტატების გვერით შეიძლება აღმოჩნდეს.

“ნაწილი იმისა, რაც ჩვენთან მოხვდა, ცოტა ფული არ ღირს, მაგრამ ჩვენს “ნაგავსაყრელში” მათი ფასი კაპიკია”, - აღნიშნავს ლენდი ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს: - “ჩვენი გალერეის კედლებს მიღმა არსებობს იერარქია, “სანაგვის ყუთში” კი - არა…”.

თავად ლენდიმ სახელი 2001 წელს გაითქვა. მისი პროექტი, სახელწოდებით Breakdown, წარმოადგენდა გიგანტურ კონვეიერს, რომელიც მეთოდურად ანადგურებდა ყველაფერს, რაც ოდესღაც მაიკლს ეკუთვნოდა. ამაში მოჰყვა წინდები, დევიდ ბიუვის დისკები, ავტომანქანა სააბ 900 და კიდევ ბევრი სხვაც, სულ 7006 ყოფითი ნივთი. ეს ყველაფერი კი ცნობილ ლონდონურ Oxford Street-ზე, მაღაზია C&A-ის დარბაზში ხდებოდა.

1997 წელს მაიკლ ლენდიმ გალერეა Tate-სთვის საახალწლო ნაძვის ხე მორთო ნაგვის ყუთით, რომელიც ცარიელი ბოთლებით, გამოყენებული შესახვევი ქაღალდებითა და ქუჩაში გადაყრილი ნაძვისხეებით იყო სავსე.

ტერნერის სახელობის კონკურსის გამარჯვებულმა - დემიენ ჰერსტმა ლენდის უკანასკნელ “პირმშოს” მისი საკულტო ნაწარმოებებიდან ორი შეღებილი თავის ქალა აჩუქა.

ლენდის სიტყვების თანახმად, ჰერს მისი იდეა ძალიან მოეწონა. “… და ნამუშევრები, რომლებიც მან გამოიმეტა, მშვენიერია”, - ამბობს მხატვარი.

მაიკლ ლენდი საქვეყნოდ აცხადებს: - “ჩვენს “ნაგვის ყუთში” დემიენ ჰერსტის ნამუშევრების მსგავსი ნაწარმოებებიც მოხვდება, მაგრამ თითოეულმა ავტორმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელია მისი ხელით შესრულებულს შორის წარუმატებელი”.

გამოფენის ბოლოს, ექსპონატებს, რომლებიც “მხატვრულ ნაგვად” აქციეს, სანაგვეზე მოისვრიან. მაიკლ ლენდის ექსპოზიცია, რომელიც 29 იანვარს გაიხსნა, “ლონდონის სამხრეთ გალერეაში” 14 მარტამდე გაგრძელდება.

მას დამთვალიერებელთა უკვე არ აკლია, მაგრამ გამოფენის დახურვამდე ჯერ ადრეა და ვინ იცის კიდევ რას გაიმეტებენ ავტორები “მხატვრული სანაგვისთვის”.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი