RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
5 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

სვანეთის მემკვიდრეობა

ფრესკების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი

24 საათი 13.11.09

ფრესკების გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი

თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც ქვემო სვანეთის შუა საუკუნეების მხატვრობის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.

პროექტზე, სახელწოდებით “ქვემო სვანეთის ძეგლთა ინვენტარიზაცია”, იმუშავა კავშირმა “შევინარჩუნოთ მემკვიდრეობა”. ივანე ყენიას (პროექტის ხელმძღვანელი), გურამ პატარქალიშვილის (არქიტექტორი), გიორგი გაგოშიძის (მხატვარ-რესტავრატორი), ელგუჯა პირველის (ტექნიკური მენეჯერი) მიერ 2009 წელს განხორციელებული სამუშაოები “ქართუ ჯგუფის” საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა დააფინანსა.

ექსპონირებულ ნამუშევრებში კარგად ჩანს სვანეთის ფრესკული მხატვრობის, მისი ფერთა გამის, კომპოზიციების მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა. ამის გარდა, ფოტოებზე ისიც იკითხება, რომ მათი უმრავლესობა დაზიანებულია, თანაც საგრძნობლად. აქ ნახავთ ფრესკებს, რომლებზეც მხატვრობა, თითქმის, წაშლილია და მათი აღდგენა აუცილებელია, საჭიროა, სასწრაფოა… აი, ამ მიზნით შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც პირველ ეტაპზე ადგილზე შეაფასა ძეგლების ტექნიკური მდგომარეობა, შეადგინა ფოტოდოკუმენტაცია, სააღრიცხვო ბარათები, განსაზღვრა მომავალში ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და მეთოდიკა... სასიხარულოა, რომ სამუშაოებში თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის მაგისტრანტები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული პროექტის მიზანთან დაკავშირებით, მისმა ხელმძღვანელმა, ივანე ყენიამ გვითხრა: “ამ ბოლო წლებში ქვემო სვანეთის ძეგლების, განსაკუთრებით კი უნიკალური მხატვრობის ფიზიკური მდგომარეობა დამძიმდა და დღის წესრიგში დადგა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულიდან, პროექტი გაგრძელდება და ძეგლების გადასარჩენად ჩასატარებელი სამუშაოები ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადაინაცვლებს”.

როდინდელია ნიმუშები? გიორგი გაგოშიძესთან და გურამ პატარქალიშვილთან გასაუბრების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ისინი ქვემო სვანეთში აგვისტოს თვეში ჩავიდნენ და ათ დღეში მოიარეს, დაახლოებით, 20 ძეგლი, რომელთაგან ფერწერის ნიმუშები მხოლოდ ათში აღმოჩნდა. ისინი პირველების ოჯახში ცხოვრობდნენ და ძირითად დროს ნიმუშების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებასა და ფოტოდოკუმენტაციის შედგენას უთმობდნენ. ფრესკებიდან ყველაზე ადრეული შესრულებულია XI, ხოლო ყველაზე გვიანი - XVII საუკუნეებში.

რას ნახავთ გამოფენაზე? უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ფრესკული მხატვრობის ნიმუშებს სოფლებიდან: დაბიში, საყდარი, ჩუკული, ტვიბი… პირველი მათგანიდან წარმოდგენილია: გოჩა ყიფიანი, წმ. პეტრე, ღმრთისმშობელი დიდებითა, ტაიბულ ყიფიანი და მისი ძე, იაშვილის ქალი ქეთია, ისააკის მსხვერპლშეწირვა, წმ. ანანია, წმ. დიაკვანი სტეფანე, ნათლისღება, წმ. ეკლესიის მამა, მარეხ, წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა, ტაიბულ ყიფიანის ვაჟი, წმ. პავლე, წმ. იოანე ოქროპირი; საყდრიდან - ხატი, ვედრება, წმ. იოანე ნათლისმცემელი, მაცხოვარი, ხვთისმშობელი, იერუსალიმად შესვლა, წინასწარმეტყველი სოლომონ, ქტიტორები, წმ. მარიამ მეტყველის ზიარება, წმ. ეკლესიის მამანი, იერუსალიმად შესვლა, წმ. მთავარანგელოზი გაბრიელი, წმ. წინასწარმეტყველი, წმ. თევდორე, ჯვარცმა, ნათლისღება, ზოსიმე დეკანოზი; ჩუკულიდან - განკითხვის დღე, ამაღლება, ვედრება, წმ. იოანე ნათლისმცემელი, წმ. გიორგი, წმ. ბარბარე და წმ მარიამი, ტვიბიდან: წმ. დედა, იპარიტ ივაჩიანი, წმ. ბარბარე, საქტიტორო პორტრეტები, ლაზარეს აღდგინება, ქტიტორები, წმ. თევდორეს განმადიდებელი ანგელოზი, კვირიკე ასკიანი, წმ. თევდორე, იოანე ბერი და ა.შ. ფრაგმენტულად ნაჩვენები ფრესკების პარალელურად, არის ერთი ფოტო, სადაც საყდრის სამხრეთ კედლის მოხატულობაა ნაჩვენები. აქ ნათლად ჩანს დაზიანებები, რომლებიც ხელის წაშველებას გადაუდებლად საჭიროებენ. მათი რესტავრაცია-კონსერვაციის შემთხვევაში კი, გადარჩებიან ძეგლები, რომლებიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. სამართალი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. უცხოეთი >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. ამბები >>

    aa
  14. ამბები >>

    aa
  15. ბიზნესი >>

    aa
  16. ბიზნესი >>

    aa
  17. მუსიკა >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. ამბები >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
  22. კალათბურთი >>

    aa
  23. სპორტი >>

    aa
  24. სპორტი >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. ამბები >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  34. საზოგადოება >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. სპორტი >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. კულინარია >>

    aa
  48. კულინარია >>

    aa
  49. კულინარია >>

    aa
  50. კულინარია >>

    aa
  51. კულინარია >>

    aa
  52. კულინარია >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
  58. წიგნები >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. მეცნიერება >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი