RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"ჰიტაჩი" უსწრაფეს ლიფტს დაამზადებს

იაპონურმა კომპანია "ჰიტაჩიმ" გამოაცხადა, რომ აპრილში დაასრულებს კოშკ G1TOWER-ის მშენებლობას, რომელიც უსწრაფესი ლიფტების გამოცდებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს კოშკი, სწრაფი ლიფტების გამოსაცდელი ყველაზე მაღალი პოლიგონი გახდება მსოფლიოში.

24 საათი 27.02.10

იაპონურმა კომპანია "ჰიტაჩიმ" გამოაცხადა, რომ აპრილში დაასრულებს კოშკ G1TOWER-ის მშენებლობას, რომელიც უსწრაფესი ლიფტების გამოცდებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს კოშკი, სწრაფი ლიფტების გამოსაცდელი ყველაზე მაღალი პოლიგონი გახდება მსოფლიოში.

შენობას, რომლის სრული სახელწოდება "კოშკი ნომერი 1-ია", 213.5 მეტრი სიმაღლე ექნება, თუმცა, მისი სართულების რაოდენობა მხოლოდ ცხრაა. კოშკის მიწისქვეშა ნაწილის სიღრმე კი მხოლოდ 15 მეტრია. ამ შენობაში იაპონური კომპანია გამოსცდის ლიფტებს, რომელთა სიჩქარეც 1080 მ/წთ (64.8 კმ/სთ) და მეტი იქნება. ასეთი სწრაფი ლიფტები კი ჩვენს პლანეტაზე ჯერ არავის შეუქმნია.

ჯერჯერობით, მსოფლიოს უსწრაფესი ლიფტები "ტაიპეი 101-ში" მუშაობს. ეს 509-მეტრიანი ტაივანური ცათამბჯენი რამდენიმე წელი მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო, თუმცა წელს პირველობა დუბაის "ბურჟ ხალიფას" დაუთმო. "ტაიპეი 101-ის" ლიფტები, რომლებიც იაპონურმა "ტოშიბა ელევატორ ენდ ბილდინგ სისტემზმა" დაამზადა, წუთში 1010 მეტრის სიჩქარით მოძრაობენ.

რაც შეეხება "ბურჟ ხალიფას", რომლის სიმაღლეც 828 მეტრია, მას 57 ლიფტი და 8 ესკალატორი ემსახურება, რომლებიც ამერიკული "ოტისის" მიერაა დამზადებული. ეს ლიფტები სიჩქარით "ტოშიბასას" ვერ შეეჯიბრება, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ღირსებები გააჩნია. მაგალითად, ზოგის შახტის სიმაღლე 504 მეტრს აღწევს, ზოგს კი მგზავრები მსოფლიოში ყველაზე მაღლა, 638 მეტრის სიმაღლეზე აჰყავს. ამასთან, "ბურჟ ხალიფაში" ყველაზე სწრაფი ორსართულიანი ლიფტები მუშაობს, რომელთა სიჩქარეც 600 მ/წთ-ს აღწევს. იქვე მუშაობს 25 ცალი "მწვანე" - ენერგოეფექტური ლიფტიც.

უნდა ითქვას, რომ "ჰიტაჩი" თავისი ლიფტების გამოსაცდელად, აქამდე 90-მეტრიან კოშკს იყენებს, რომელიც 1967 წელსააა აგებული. G1TOWER-ის პარალელურად, იაპონური კომპანია შანჰაიში 172-მეტრიან გამოსაცდელ კოშკსაც აშენებს, რომელიც მწყობრში ზაფხულში ჩადგება. ჩინეთში ამ კოშკის მშნებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ცისქვეშეთში ცათამბჯენების მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. .

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი