RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

IFC და "საქართველოს ბანკი" ბელორუსში დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობენ ხელს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, მხარს უჭერს "საქართველოს ბანკს" ახალ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებაში, რითაც ბელორუსში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

24 საათი 09.07.10

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, მხარს უჭერს "საქართველოს ბანკს" ახალ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებაში, რითაც ბელორუსში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

"საქართველოს ბანკი" აქციების 99,96%-ს ფლობს "ბელორუსკი ნაროდნი ბანკში" საშუალო ზომის ბელორუსულ ბანკში, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს. IFC "ბნბ"-ს აქციების 19,9%-ს შეისყიდის და ასევე, ამავე ბანკისთვის 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გასცემს. ამგვარად, IFC “საქართველოს ბანკთან" ბელორუსის პერსპექტიულ ბაზარზე გაფართოების პროცესში თანამშრომლობს.

"საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიზანს უცხოური ინვესტიციების წახალისება წარმოადგენს. ამით რეგიონში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ადგილობრივი ბაზრებისა და კომპანიების განვითარებას ვუწყობთ ხელს, მოუთმენლად ველით პროექტის წარმატებას, რომელიც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის, ბელორუსისა და საქართველოს, საბანკო სექტორებს," - აცხადებს IFC-ის წარმომადგენელი კავკასიაში თომას ლუბეკი."

"მოხარული ვარ, რომ IFC-სთან ერთად განვახორციელეთ "ბნბ"-სთვის ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციები. IFC-ის მონაწილეობა აქციონერისა და დამფინანსებლის სახით, უდავოდ გაზრდის "ბნბ"-ს კონკურენტუნარიანობას და ბანკის გავნითარებისთვის ღირებულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს," - აღნიშნა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი