RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

„ბილაინმა“ საუკეთესო პარტნიორები დააჯილდოვა

კომპანი „ბილაინმა“ ის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორები დააჯილდოვა, რომლებიც გაყიდვების მიმართულებით ყველაზე აქტიურად თანამშრომლობენ კომპანიასთან.

24 საათი 26.08.10

კომპანი „ბილაინმა“ ის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორები დააჯილდოვა, რომლებიც გაყიდვების მიმართულებით ყველაზე აქტიურად თანამშრომლობენ კომპანიასთან.

ასეთ აქციას „ბილაინი“ უკვე მესამე წელია ატარებს.

ამჯერად, პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციას „ცენტურიონს“ „ბილაინმა“ სოლიდური პრიზი - ავტომობილი გადასცა. მეორე ადგილზე გასული კომპანია “D& Company” მოტოციკლით დაჯილდოვდა. მესამე პრიზიორი კი ტელევიზორით დასაჩუქრდა.

კომპანია „ბილაინის“ გენერალური დირექტორის ანდრეი პიატახინის განცხადებით, „ბილაინისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის ბიზნეს პარტნიორები და მათთან ურთიერთობა. პარტნიორ ორგანიზაციებს და მათ თითოეულ თანამშრომელს გამორჩეული წვლილი შეაქვთ „ბილაინის“ ბიზნეს საქმიანობაში“. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის წამახალისებელ პრიზებს კომპანია რეგულარულად დააწესებს.

რაც შეეხება გამარჯვებულების გამოვლენის მექანიზმს. „ბილაინში“ აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი ორ ეტაპად ხდება და მასში მონაწილეობას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი „ბილაინის“ პარტნიორი კომპანიები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე დღეისათვის კომპანია „ბილაინი“ ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორია და ეს შედეგი ახალი, მოსახლეობისთვის ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი შეთავაზებებით, დაბალი ტარიფებით იქნა მიღწეული. შესაბამისად, ფართოვდება „ბილაინის“ დაფარვის ზონა და იზრდება აბონენტების რიცხვი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ოთხი თვის განმავლობაში „ბილაინის“ დაფარვის ზონა 20 პროცენტით იზრდება და ასევე, იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით „ბილაინის“ აბონენტების რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა. სწორედ ამ პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორი კომპანიების მუშაობას.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი