აშშ-საქართველოს ბიზნეს-სამიტი
24 საათი 17.08.10
აშშ-საქართველოს ბიზნეს-სამიტი
2010 წლის 8-9 სექტემბერი
საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით
სასტუმრო „თბილისი მარიოტის“
წვეულებათა დარბაზი
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში მოხარულია გაცნობოთ, რომ 2010 წლის 8-9 სექტემბერს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი უმასპინძლებს ბიზნეს-სამიტს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ამერიკულ და ქართულ კომპანიებს შორის ახალ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს.
8 სექტემბერს ბიზნეს-სამიტზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ფინანსური რესურსები და თანამშრომლობის პერსპექტივები (მაგ. ფრანჩაიზის, ტურიზმის და ჯანდაცვის დარგში). გამომსვლელთა სია შედგება საქართველოს მინისტრების, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის, აშშ-ს ექსპორტ-იმპორტის ბანკის, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მრავალმხრივი განვითარების ბანკების წარმომადგენლებისგან.
9 სექტემბერს, ნახევარი დღის განმავლობაში, სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ შეხვდნენ სამიტის რჩეულ გამომსვლელებს.
სამიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.export.gov/georgiasummit
ბიზნეს-სამიტზე რეგისტრაციის საფასურია 90 ლარი (50 დოლარი). აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სახელით რეგისტრაციას აწარმოებს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. სამიტზე დასასწრები სარეგისტრაციო ფორმის ჩამოსატვირთად გთხოვთ, ეწვიოთ www.amcham.ge ვებგვერდს ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სამუშაო დღის დასრულებამდე.
სამიტის პარალელურად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში აწყობს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ სერთიფიცირებულ სავაჭრო მისიას იმ ამერიკული კომპანიებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზრით. სავაჭრო მისიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ www.amcham.ge ვებგვერდზე.