RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"რომპეტროლ საქართველოს" მოდერნიზებული ნავთობბაზა ექსპლუტაციაში შევიდა

"რომპეტროლ საქართველოს" მოდერნიზებული ნავთობბაზა სრული დატვირთვით მუშაობს.

24 საათი 14.08.10

"რომპეტროლ საქართველოს" მოდერნიზებული ნავთობბაზა სრული დატვირთვით მუშაობს.

მოდერნიზებული ნავთობბაზა გუშინ ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ არჩილ კეკელიამ და თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა "რომპეტროლის" ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა სადუოხას მერალიევმა გახსნეს.

ნავთობბაზა, რომელსაც კომპანიამ 2 მილიონი დოლარი ინვესტიცია მოახმარა, განკუთვნილია საწვავის მიღების, შენახვისა და ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით მიწოდებისათვის, როგორც საკუთარი ავტოგასამართი ქსელის ასევე კორპორატიული და საბითუმო კლიენტების მოსამარაგებლად.

ნავთობბაზა აეროპორტთან ახლოს ლოჭინის ხეობაში მდებარეობს. მისი სრული რეკონსტრუქცია 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი სერტიფიცირებული წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ეკოლოგიური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბაზის ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა მისი მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების შესაძლებლობას და აღჭურვილია უკრაინიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან ჩამოტანილი დანადგარებით. ობიექტის რეზერვუარების პარკი სრულყოფაში კომპანია SAYBOLT-ის სპეციალისტებმა მოიყვანეს.

„მოდერნიზაციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საწვავის შენახვის რეზერვუარების ტევადობა 6000 კბმ-დან 9500 კბმ/მდე გაიზარდა, ხოლო საწვავის ჩამოტვირთვის დრო 10 საათიდან 2 საათამდე შემცირდა. ერთდროულად გახდა შესაძლებელი 8-ის ნაცვლად 10 ცისტერნის ჩამოცლა. განსაკუთრებელი ყურადღება უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ნორმების დაცვას დავუთმეთ და გავაძლიერეთ. ახლა უკვე შესაძლებელია ბაზის ფუნქციონირების პროცესის შეჩერების გარეშე პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ჩატარება." - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინიმა.

"რომპეტროლის" ჯგუფის გენერალური დირექტორი სადუოხას მერალიევი: "ეს მთლიანად ახალი ბაზაა. კრიზისის მიუხედავად, კომპანიამ ინვესტირება არ შეაჩერა. ამას გარდა, უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით. თბილისიდან დასავლეთით კიდევ ერთი ნავთობბაზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ, რომელიც 4 მილიონი დოლარი დაჯდა."

"რომპეტროლი" ავითარებს საკუთარს ბიზნესს საქართველოში. კომპანია არის ერთ-ერთი ძირითადი ნავთობის მომწოდებელი, რომელიც ასევე ახორციელებს ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში. ნავთობბაზაში კომპანიას გახორციელებული აქვს 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. წელს "რომპეტროლმა" საკმაოდ გააფართოვა სააკუთარი მუშაობა, ჯამში შექმნილი აქვს 250 დამატებითი სამუშაო ადგილი. კომპანია გეგმავს დამატებითი ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით. რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და ფასის სტაბილურობას." - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე არჩილ კეკელია: "რენოვაცია ჩაუტარდა "რომპეტროლის" ნავთობბაზას. ჩაიდო 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია. კომპანიას ბევრი გეგმა აქვს რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს."

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი