კომპანია „თეგეტა მოტორსსა“ და იაპონურ „ბრიჯსტოუნს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „თეგეტა მოტორსისადმი“ ექსკლუზიური დისტრიბუტორობის მინიჭებას და, თავის მხრივ, „თეგეტას“ მიერ დილერობის გაცემის საშუალებას გულისხმობს.
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ ინიციატივას სთავაზობს - 15 ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, მომხმარებელი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის მიკროსესხით ანუ ბიზნეს სესხით ისარგებლებს, მაქსიმუმ პირველი სამი თვის განმავლობაში სესხზე საპროცენტო შენატანისგან გათავისუფლდება.