ყოფილი სპორტის აკადემიის ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუწოდებს, არ დაუშვას სპორტის აკადემიის შენობების აუქციონზე გაყიდვა.
24 საათი 31.07.10
ყოფილი სპორტის აკადემიის ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუწოდებს, არ დაუშვას სპორტის აკადემიის შენობების აუქციონზე გაყიდვა.
ამ საკითხის გამო სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ის სტუდენტები, რომლებმაც აკადემიის დამთავრება ვერ შეძლეს, ვეტერანი სპორტსმენები, ასევე "კონსერვატიული პარტიის", "ეროვნული ფორუმისა" და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის უფროს ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღეს აკადემიის 13 შენობა-ნაგებობა, საერთო ჯამში, 42.000 ათასი კვ.მეტრის ფართობი, აუქციონზე გასაყიდად გადის, სხვა არაფერია, თუ არა, ქართული სპორტის მომავლის 14 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დოლაბერიძემ ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ სპორტის აკადემიის შენობის ყიდვაზე უარი განაცხადონ და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღონ.