RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

სათამაშო ბიზნესს საგადასახადო ტვირთი ეზრდება

პაატა გომელაური

24 საათი 16.07.10

პაატა გომელაური

სამართალმცოდნე

2010 წლის 12 ივლისს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

წელიწადში რამდენჯერმე, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტი ღებულობს ცვლილებებს იმ კანონებში, რომლებიც დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესთან. ამჯერადაც შესულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის ნებართვის აღების ხარჯები გაიზრდება 2.5-ჯერ. ე.ი. თუ თბილისში, ტოტალიზატორის მუშაობისთვის სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ნებართვის ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს, პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებებით, ნებართვის ღირებულება გახდება 70 000 ლარი, ხოლო სათამაშო აპარატების სალონისათვის 20 000 ლარიდან გაიზრდება 50 000 ლარამდე. ამას გარდა, კანონპროექტის მიხედვით, 2.5-ჯერ იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების ზედა და ქვედა ზღვარი. მოსაკრებელი გადაიხდება თითოეულ სათამაშო აპარატზე, ხოლო ტოტალიზატორში - თითოეულ სალაროზე ყოველკვარტლურად, ე.ი. წელიწადში 4-ჯერ. გამოდის, რომ კანონპროექტის მიხედვით მოსაკრებლის განაკვეთი წელიწადში იზრდება ათჯერ,.

ჩემთვის აუხსნელი რჩება მთავრობის ასეთი მკვეთრი ნაბიჯი სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ, მაგრამ პროექტი ჯერ კანონი არ არის და ახლა სიტყვა პარლამენტის წევრებზეა.

კანონპროექტის ყველა განმარტებით ბარათში არსებობს პუნქტი: “კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან", რაც გულისხმობს სამართლიანობის პრინციპის დაურღვევლობას, ხოლო რამდენად სამართლიანია მოსაკრებლის განაკვეთის წელიწადში 10-ჯერ გაზრდა, ვფიქრობ კომენტარს არ საჭიროებს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კანონპროექტში ზუსტად უნდა იყოს ჩაწერილი, რომ ეს ცვლილება შეეხება იმ მეწარმეებს სათამაშო ბიზნესში, ვინც ნებართვას აიღებს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ:

2009 წლის 15 დეკემბერს მიღებულ იქნა ცვლილებები კანონში “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ", რომლის მიხედვით დაიხვეწა სანებართვო პირობები, მაგრამ ამავე კანონის საფუძველზე ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონში “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", რომლის მიხედვითაც, სათამაშო აპარატებზე, გარდა სათამაშო ბორბლისა (რულეტისა), მოსაკრებლის გადახდა აუცილებელი გახდა სათამაშო აპარატებზე იმდენის, რამდენი სათამაშო ადგილიცაა და ეს შეახეს სათამაშო ბიზნესის ყველა ორგანიზატორს, მათ შორის - მათაც, ვისაც ნებართვა აღებული ჰქონდა 2010 წლის 1 იანვრამდე, ე.ი. მანამდე, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდოდა. ეს ნიშნავს, რომ მეწარმე აკეთებს ბიზნეს-გეგმას, გათვლებს - მან იცის რამდენია კანონით დადგენილი ნებართვის ხარჯები, რამდენია მოსაკრებლის განაკვეთი. ნებართვები გაიცემა ერთი წლის ვადით და ამ დროს შუა მუშაობაში სახელმწიფო ცვლის გადასახადების ოდენობას. ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაპარტნიორული ურთიერთბებია სახელმწიფოს მხრიდან.

ცნობილია, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ზოგიერთი წევრი ავტორიტეტით სარგებლობენ იურიდიულ წრეებში, როგორც მაღალი დონის იურისტები, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მეცადინეობით და, აგრეთვე, პარლამენტის სხვა წევრთა ძალისხმევით, არ მოხდება ასეთი მკვეთრი ცვლილებები გადასახადებში, ხოლო გაზრდილი გადასახადების გადახდა კანონით

სავალდებულო გახდება მათთვის, ვინც ნებართვას აიღებს მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ყოველთვის არის პუნქტი, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში: სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები. ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ფინანსთა სამინისტრომ, ხოლო შეფასებით ეს კანონპროექტი არცერთ ორგანიზაციასა თუ ექსპერტს არ შეუფასებია.

აქვე აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის რამდენიმე ორგანიზატორი ფიქრობს ასოციცაციის შექმნაზე, როგორიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს, სადაც კანონით დაშვებულია სათამაშო ბიზნესი და ეს ასოციაცია უნდათ შექმნან საკანონმდებლო დონეზე. სათამაშო აპარატების სალონების, ტოტალიზატორების, ლოტოსა და ბინგოს ორგანიზატორები გახლავთ ის მეწარმეები, რომელთა ბიზნესი წარმოადგენს წვრილ, უკეთეს შემთხვევაში, საშუალო ბიზნეს. ასოციაცია აქტიურად იმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან სწორედ მსგავსი საკანონმდებლო ცლილებების შემუშავების დროს და პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას.

და ბოლოს, ე. წ.მაზავშიკების თემა: მსგავსი საქმიანობა არის არალეგალური და იგი უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეძლო და ძირშივე მოსპო დანაშაული, რომელსაც მაღალი ალბათობით პირთა ჯგუფი ჩაიდენდა გარკვეული პირთა ჯგუფის მიმართ და ეს დანაშაული იქნებოდა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის. ე.წ. მაზიანის თემა დაკავშირებულია აღსრულების პრობლემასთან და ამ პრობლემას, არც თუ იშვიათად, წყვეტენ მუქარითა და არაკანონიერი ქმედებებით.

დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ამ მიმართულებით მხარდასაჭერია საზოგადოების მხრიდან.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი