RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >> არქივი
2009-09-01 საქართველოში ინვესტორების პოლიტიკურ რისკებს MIGA დააზღვევს
ნინო ნატროშვილი
მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
2009-09-16 უამინდობამ 100 000 ტონა ხორბალი გაანადგურა
მანანა ვარდიაშვილი
aaსოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს საქართველოში 600 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის დამუშავებას და გასულ წელთან შედარებით 15 პროცენტით მეტი თავთავიანი კულტურების დათესვას მოელოდა.
2009-09-16 ქართული თაფლის რეალიზაცია შემცირდა
ნინო ნატროშვილი
aaიმ ქვეყნებში, სადაც თაფლის წარმოება განვითარებულია, პროფესიონალად ის მეფუტკრე მიიჩნევა, რომელსაც ფუტკრის 300 ოჯახი ჰყავს.
2009-09-16 საქართველოში პირველი EXPO Deutschland გაიხსნა
ნინო ნატროშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა პატრიცია ფლორმა სასტუმრო “რედისონ სას-ივერიაში" საქართველოში პირველი EXPO Deutschland-ი გახსნეს.
2009-09-15 "რთველი 2009" - ტრადიციული პრობლემებით
მაია ყალაბეგაშვილი
aa13 სექტემბერს, ტრადიციულად - გურჯაანში, "რთველი-2009"-ის მშვიდად ჩატარებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით სპეციალური შტაბი გაიხსნა. როგორც შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ გულუამ გვითხრა, მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდია - დანამატი 25 თეთრი საფერავზე, 15 კი - რქაწითელზე მხოლოდ გლეხებისთვისაა განსაზღვრული და არა იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც 10 ჰა-ზე მეტი ვენახი აქვთ.
2009-09-15 თურქეთის ახალი სახე - “ISTANBUL BAZAAR”
ნათია მსხილაძე, დათო გამისონია
თურქეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში პირველი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება
2009-09-14 ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება
გია ნიკოლეიშვილი
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება, ხოლო წამყვან ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა. ამაზე ბევრი ექსპერტი უკვე დიდი ხანია მიუთითებდა, ახლა კი ოფიციალური პირებიც ალაპარაკდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ თიმოთი გეიტნერის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო აღარ არის აუცილებლობა ზოგიერთი ღონისძიებისა, რომელსაც ამერიკის მთავრობა ატარებდა. მისი სიტყვებით, “ფინანსური სისტემა აჩვენებს აღდგენის ძალიან ძლიერ სიგნალებს”. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ობამას ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც კონგრესმა დაუჭირა მხარი, ამერიკული მრეწველობის დასახმარებლად 787 მლრდ. დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.
2009-09-14 “ცისფერი ალი” დმანისში, იორმუღალოში და ლაგოდეხში აინთო
გიორგი ასანიშვილი
aaაზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარმა” საქართველოს რეგიონებში გაზიფიკაციის პროცესი დაიწყო. საპრეზიდენტო პროგრამის “გაზი ყველა სოფელს” ფარგლებში, რეგიონებში გაზის გამანაწილებელი სისტემის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. “სოკარის” ინიციატივით ცისფერი ალი პირველად დმანისში, შემდეგ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში და ლაგოდეხში აინთო. დმანისში რეაბილიტირებული ქსელის პრეზენტაციას “სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი ესწრებოდნენ. მათ დმანისის მოსახლეობამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო. პრეზენტაციას რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და “ქართლი გაზის” ხელმძღვანელი ელგუჯა ცხვარაძეც დაესწრო.
2009-09-21 Coca-Cola პირველია
24 საათი
aa
2009-09-22 შემცირებული ინვესტიციების დიდი წილი უძრავ ქონებაზე მოდის
მანანა ვარდიაშვილი
aaმას შემდეგ, რაც ფინანსური კრიზისი დაიწყო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მსოფლიო მასშტაბით შემცირდა.
2009-09-24 სამი საფეხურით უკან - ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო ჩამოაქვეითეს
მანანა ვარდიაშვილი
aaეკონომიკური თავისუფლების მიხედვით საქართველო მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით ქვეყნის რეიტინგი სამი საფეხურით გაუარესდა.
2009-09-24 ფინანსური პოლიციის მეორედ მოსვლა - საგამოძიებო სამსახურს ფუნქციები არ გაეზრდება
ნინო ნატროშვილი
საქართველოს პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტი შევიდა, რომელიც ფინანსური პოლიციის აღდგენას ითვალისწინებს. ეს უწყება კვლავ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურად ჩამოყალიბდება. კანონპროექტის მიხედვით, ფინანსურ პოლიციას უფლება ექნება, გამოიყენოს ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი, დანიშნოს ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში დაუბრკოლებლად შევიდეს ბინაში ან სხვა დაწესებულებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად, ჩაატაროს შემოწმება დასახლებულ პუნქტებში, მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში. კანონპროექტი ფინანსური პოლიციის დასახმარებლად კონსპირაციული თანამშრომლების არსებობასაც ითვალისწინებს. უწყების ხელმძღვანელს პრემიერის წარდგენით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი.
2009-09-25 ბანკების ახალი ვაკანსია - კორპორატიული მდივანი და დამოუკიდებელი წევრი
თინა შავაძე
aaადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა ბანკებმა კორპორატიული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის პრაქტიკის დანერგვა დაიწყეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკებში კომპანიების მართვის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება და ის სექტორისადმი ნდობის ამაღლების ერთ-ერთი საფუძველი გახდება.
2009-09-25 წელს რთველის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 20 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო
გუშინ საქართველოს პარლამენტში გამართული სამთავრობო მოსმენის ფარგლებში დეპუტატთა კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი პასუხობდნენ. მინისტრებმა საკუთარი უწყებების საქმიანობის შესახებ ვრცელი ანგარიში წარმოადგინეს.
2009-09-28 ახალი წესრიგი მსოფლიო ეკონომიკაში
გია ნიკოლეიშვილი
aaგასული კვირის მთავარი მოვლენა იყო “დიდი ოცეულის" შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს პიტსბურგში (აშშ) დაიწყო.
2009-09-28 რეფორმები უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
სალომე ძაძამია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე რეფორმები მიმდინარეობს. რეფორმები უპირველესად მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შერჩევას ითვალისწინებს. ამ მიზნით სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულია ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰენ ციმერმანი.
2009-09-29 კორპორაციული მართვა ქართულ კომპანიებში
ნინო ნატროშვილი
პოლიტიკური თუ კორპორაციული ხასიათის მცირე თუ დიდი მასშტაბის კორუფცია მსოფლიო პრობლემად იქცა. კორუფციასთან მიმართებაში მარტივი პასუხები არ არსებობს, კორუფციას მრავალი სახე და მოძრავი ნაწილი აქვს.
2009-09-29 საქართველოს საფონდო ბირჟის აქციათა 50 პროცენტს 1
თინა შავაძე
aaგანვითარებადი ქვეყნების ბაზრები, მიმდინარე კრიზისის პირობებში, ტრანსნაციონალური კორპორაციების მთავარი სამიზნე გახდა. წინასწარმეტყველთა აზრით, შუა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები კრიზისიდან უკვე გამოდიან და მალე ისინი ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნები გახდებიან. "ბიბისი"-ს გუშინდელი ინფორმაციით, ცნობილი SHBC-ი სათაო ოფისის გადატანას ინგლისიდან ჩინეთში აპირებს. მართალია, საერთაშორისო წინასწარმეტყველები საქართველოს განვითარებადი ბაზრის შესახებ კონკრეტულს არაფერს გვეუბნებიან, მაგრამ მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის იგნორირება სასოწარკვეთილებაში სულაც არ გვაგდებს. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და მილიონერების ყურადღების მიქცევა ადგილობრივი ავანტურისტების ისტორიული ჰობია.
2009-09-30 წინ, ლიბერალური ეკონომიკისკენ
მანანა ვარდიაშვილი
aaსაქართველოს მთავრობას პარლამენტში განსახილველად ეკონომიკური სტიმულირების ახალი პაკეტი შემოაქვს.
2009-09-30 საწვავაზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის
სალომე ძაძამია
aaსაქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა საქართველოში საწვავის იმპორტის რაოდენობა და, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საწვავის მოხმარების ზრდა შეაფასა.
2009-09-30 წარმატებულნი და წარუმატებელნი Fortune 500-ის სიიდან
aa"Fortune 500” არის 500 უდიდესი ამერიკული კომპანიის სია, რომელსაც სისტემატურად აქვეყნებს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა ბიზნესის სფეროში ჟურნალი "Fortune”. ცნობილია ამ ჟურნალის სხვა სიებიც, მაგრამ თავისი პოპულარობით "Fortune 500”-ს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება. ეს ნამდვილად არის ამერიკული ბიზნესის საპატიო სია, რომელში მოხვედრაც ყოველი ამერიკული კორპორაციის ოცნებაა.
2009-09-11 აქციის ფასი ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა
თინა შავაძე
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განხორცილებული ტრანზაქციებით, სს. “სახალხო ბანკი” ლიდერობს. გასულ თვეში, საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემის ჯამურმა ბრუნვამ 530,447 ლარი შეადგინა, გასხვისდა 1,955,991 აქცია და დაიდო 208 გარიგება. ძირითადი ბრუნვა სს "საქართველოს სახალხო ბანკი"-ს აქციაზე დაფიქსირდა. ვაჭრობის დროს ფასმა მოიმატა და 2008 წლის ზაფხულის ნიშნულს გაუტოლდა - 0,11 -0,15 ლარი თითო აქციაში.
2009-09-23 ლადო გურგენიძემ "სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა
ნინო ნარჩემაშვილი
“სახალხო ბანკის” აქციათა საკონტროლო წილი გაიყიდა. ბანკის აქციათა 91,218 პროცენტის ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი “Liberty Investments Holding B.V”-ის შვილობილი კომპანია “Liberty Capital LLC” გახდა.
2009-09-14 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციის მესამე პროექტი
გიორგი ასანიშვილი
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის 147 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის განხორციელებას საქართველოში. ეს E-60 საავტომობილო გზის - საქართველოს მთავარი სატრანსპორტო დერეფნის - რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ინვესტიციებიდან რიგით მესამეა.
2009-09-23 სამშენებლო ბაზრის 10 პროცენტი გაცოცხლდა
ნინო ნატროშვილი
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით სამშენებლო სექტორში გამოცოცხლება შეინიშნება. აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე გაცილებით დაბალია, ვიდრე 2007-2008 წლებში. თუმცა 2009 წლის პირველ კვარტალთან შედარებით როგორც ბრუნვის, ისე ნაწარმოები პროდუქციის და მუშათა დასაქმების თვალსაზრისით ზრდა სახეზეა.
2009-09-29 მერიის ახალი ინიციატივა სამშენებლო ბაზარს სტაბილურს გახდის
სოფო ჩიხლაძე
aa"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, ექსპერტების განცხადებით, საქართველოში სამშენებლო ბაზარზე სერიოზულ პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს.
2012
ყველაზე პოპულარული
  1. ოპოზიციის შემოდგომა
  2. საქართველოში ახალი "ბერლინის კედელი" შენდება
  3. უბრალოდ - ევროპაში!
  4. ქართული ავიაციის სტანდარტებს ამერიკელი ექსპერტები შეამოწმებენ
  5. თბილისური შემოდგომის ხიბლი
--
--
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი